ბჟანია რუსეთს კვლავ მადლობებს უხდის

Sokhumi Daily

ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ და კოზაკმა შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობის საკითხები. "კერძოდ, საინვესტიციო პროგრამის პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას 2020-2022 წლებში" - წერია დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ბაბიჩი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ალექსეი ფილატოვი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა