თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი მოკლეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე 15 აგვისტოს შუახნის მამაკაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ არ დაუკავებიათ. გამოძიება მომხდარ ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც ჩადენილი დანაშაულისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით. https://www.radiotavisupleba.ge/a/30786574.html #ახალი_ამბები #twitter