ვის სურს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა?
Tbilisi Daily
ვინ უხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლოს 5 წლით - ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ თავმჯდომარეობისთვის
ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იბრძვიან. მათ სასამართლოს განცხადებით უკვე მიმართეს. განცხადებების განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრას გამართავს.
ამ დრომდე თანამდებობას ზაზა თავაძე იკავებდა, მას თავმჯდომარეობის ვადა უკვე ამოეწურა.
ცნობისთვის, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად დანიშნულმა მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა.