ერთი კვირის წინ გაუჩინარებული შალვა გულუა სახლში დაბრუნდა

Tbilisi Daily

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 21 დეკემბერს გაუჩინარებული შალვა გულუა უკვე სახლშია. გულუა ამბობს რომ ზუგდიდს ავოავარიის გამო გაერიდა. ის უკვე გამოჰკითხეს სამართალდამცველებმა. შალვა გულუა 21 დეკემბერს გაუჩინარდა. ის დისტრიბუტორია. ავტომანქანა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში იპოვეს. ავტომანქანა დაზიანებული იყო. შალვა გულუას დედის განცხადების საფუძველზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.