სურამში ქმარმა ცოლი მოკლა
Gori Daily
სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მეზობლები მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“.
მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა.
როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“.
მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“.
„მათ სამი შვილი ჰყავთ, თუმცა მკვლელობის დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ“, - აცხადებენ მეზობლები.
#სიახლე
#მკვლელობა
#goridaily
#ახალიამბები