საჭირო დოკუმენტაცია 300 ლარიანი დახმარებისთვის
Tbilisi Daily
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა
თვითდასაქმებულების დახმარებასაც ითვალისწინებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში.
ამისთვის მათ დასჭირდებათ 1 ივლისამდე წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:
გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება
ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
მუნიციპალეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე
საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი.
თუ კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, 10 სამუშაო დღის ვადაში მოქალაქეს თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება. ხოლო იმ პირებს, ვისაც სახელმწიფო დახმარებაზე უარს ეტყვის, 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინებას გაუგზავნის.
#news
#დახმარება
#თვითდასაქმებული
#ანტიკრიზისულიგეგმა
#dailynews
#tbilisidaily