სავსემთვარეობაა 🌕🌕🌕 გრიგორიანული კალენდარის 36-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 329 დღე.
როგორი ადამიანები დაიბადნენ ხუთ თებერვალს:
5 თებერვალს ბედის რჩეულები იბადებიან. ისინი ცხოვრებას მსუბუქად მიუყვებიან, ბედნიერი, ნიჭიერი და წარმატებული არიან. მათ უმღერიან ოდებს, ხოტბას ასხამენ და ადიდებენ. მაგრამ ამ დღეს დაბადებულები უზრუნველობაში არ უნდა გადაეშვნენ. კეთილდღეობას მიაღწევენ, თუ სულიერ გზას, ჭეშმარიტ ფასეულობებს მიჰყვებიან და ცხოვრებას ღირსეულად გაატარებენ.
რჩევები:
დაუტოვეთ გარშემომყოფებს შანსი. ყველას არ აქვს ისეთი სწრაფი რეაქცია, როგორც თქვენ. ისწავლეთ მოთმინება. თქვენი ქმედებები გასაგები უნდა იყოს სხვებისთვის. ხანდახანმიიღეთ, რომ სხვა ადამიანები თქვენს პოზიციებს შეიძლება არ დაეთანხმონ.
ვინ დაიბადა:
მარი ბროსე ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე, ენათმეცნიერი.
ზურაბ ჭავჭავაძე ქართველი დისიდენტი.
უილიამ სიუარდ ბეროუზი ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი.
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიელი ფეხბურთელი.
ნეიმარი ბრაზილიერი ფეხბურთელი.
მარლმადიდებლურია ეკლესია აღნიშნავს:
წმინდა პავლინე.
მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი.
დღის საკითხავი:
გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი.”
მაკიაველი
მეზვერე და ფარისევლის კვირის დასაწყისი.
მშვიდობიან კვირადღეს გისურვებთ♥️🙏