🌙 მთვარის პირველი ფაზა 🌙მეოთხე დღე🌙
5 იანვარს დაბადებულები
5 იანვარს დაბადებულებს მთელი ცხოვრება გზას ბედნიერი ვარსკვლავი უნათებს; მათთვის იღბალი ჩვეული და წარმატება - კანონზომიერია. ისინი გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობითა და ძლიერი ნებისყოფით. მათ სიმტკიცესა და ოპტიმიზმს ნებისმიერი კარის შეღება და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მათ გააჩნიათ არა მხოლოდ მოქნილი გონება და სიმტკიცე, არამედ ცოდნაცა და შრომისმოყვარეობაც, რისი წყალობითაც სასურველს თითქმის ყოველთვის აღწევენ. ჩვეულებრივ, ისინი მიჩვეული არ არიან, ვინმეს იმედი ჰქონდეთ - ყველაფერს თავად აკეთებენ. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ამიტომ მეგობრების ფართო წრე მათთვის გარანტირებულია. რაც მთავარია, ისინი გულწრფელი და კეთილი არიან და ეს ადამიანებს იზიდავს.
5 იანვარს დაბადებულების ცხოვრების მთავარი თემაა დაბრუნება. მათ არ სჩვევიათ დიდი ხნით გაქრობა. შეუძლიათ რთული სიტუაციიდან გამოსვლა - როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი. მათი დაბრუნება შეიძლება იყოს როგორც მეთოდური და თანამიმდევრული, ისე მოულოდნელი. ადვილად იტანენ პირად ყოფით პრობლემებს, ფიზიკურ დაავადებებს, ფსიქიკურ დარტყმებს. მძიმე მარცხის შემდეგაც კი მზად არიან, კვლავ ბრძოლაში გადაეშვან და ამ კუთხით შეუცვლელნი არიან, დარტყმებს საკუთარ თავზე იღებენ, ასევე ბრძოლის ხელმძღვანელობას, როცა საქმე სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვას ეხება. მოქნილობა და ამტანობა თავდასხმებზე უმტკივნეულო რეაგირების საშუალებას აძლევს - ამით აიხსნება მათი ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება ექსტრაორდინარულ სიტუაციებში. შთამბეჭდავია მათი ემოციური მდგრადობაც. ეს თვისებები ამ ადამიანებს ახასიათებს, როგორც თავდაჯერებულს, რომელთაც შეუძლიათ წარსულისგან გათავისუფლება და წინსვლა.
5 იანვარს დაბადებულები:
მელიტონ ბალანჩივაძე - ქართველი კომპოზიტორი.
უმბერტო ეკო იტალიელი მწერალი.
“ყველაფერი ყოველთვის თქვენი ვარსკვლავის ქვეშ არ იბადება, და ერთადერთი გზა ადამიანური ცხოვრებისთვის, ეს არის – თქვენს ჰოროსკოპში ყოველდღიურად შეიტანოთ კორექტირება.”
“გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც არაფერს ნანობს, არ აქვს სურვილი უკეთესი გახდეს.”
უმბერტო ეკო
საშობაო ღვეზელი
საშობაო გურული ღვეზელის გამოსაცხობად ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი, მოხარშული კვერცხები და ყველი დაგჭირდებათ. ცომი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან მზა იყიდოთ საცხობში. ყველი ჭყინტი უნდა იყოს, ისეთი, როგორც ხაჭაპურისთვის.ღვეზელი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ფორმით, თუმცა ძირითადად ოვალურს ან ნახევარმთვარისებურს აცხობენ. როგორც ამბობენ, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში. ღვეზელის ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი, ხელახლა ამოსაფუებლად. მანამდე გაფცქვენით მოხარშული კვერცხები და გაჭერით შუაზე ან სასურველ ზომაზე. ყველი გახეხეთ ან ხელით დაფხვენით. გააბრტყელეთ ცომი.
თუ ნახევარმთვარისებურ ღვეზელს აკეთებთ, მაშინ ცომის ერთ ნაწილზე დაალაგეთ ყველი და გაჭრილი კვერცხები, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი გადმოაფარეთ. შეგიძლიათ ღვეზელები პირდაპირ ღუმელის თუნუქის ფურცელზე მოამზადოთ, უფრო მოხერხებულია: გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი და შემდეგ ჩაუდეთ გულსართი. ღვეზელებს გამოცხობის წინ თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი აცხვეთ.
საინტერესო და ბედნიერ დღეს გისუვებთ❣️