5 მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

12
1. Into the wild
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ცდილობს საზოგადოებას გაექცეს და ამ სურვილით შეპყრობილი გადაწყვეტს მარტო მოგზაურობას ალასკაზე.  თავგადასავლებით სავსე გზაზე ის შეხვდება რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მის შეცვლაში დიდ როლს ითამაშებენ. ფილმის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ის რეალურ მოვლენებზე არის დაფუძნებული. საზოგადოების დიდი ნაწილი ემილი ჰარშის ამ შესრულებას მის კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევს.
2. The Legend of 1900
სიუჟეტი ვითარდება ტიმ როსის ირგვლი. საზღვაო ეკიპაჯის ერთ-ერთი წევრი ტიმს ახალ წელს იშვილებს და სწორედ ამის გამო მას ზედმეტსახელად 1900-ს ეძახის. ახალგაზრდა ბიჭი არაჩვეულებრივი პიანისტი გახდება, რომლის შესახებაც მთელი მსოფლიო გაიგებს. თუმცა მთავარ პერსონაჟას არასდროს დაუტოვებია გემი და მის მთავარ პრობლემასაც სწორედ ეს წარმოადგენს.
3. I am Sam
ეს ფილმი შონ პენის ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებლად ითვლება. მთავარი გმირი განსაკუთრებული საჭიროების მქონე კაცია, რომელსაც მარტო უწევს პატარა ქალიშვილის აღზრდა. ფილმი მოგვითხრობს მამის და შვილის უნიკალურ ურთიერთობაზე, რომელიც ემოციების გარეშე არ დაგტოვებთ.
4. Maudie 
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას მხატვარ ქალზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის ცხვორობს და ეხმარება სახლის საქმეებში ევერეტ ლევისს, რომელიც თავდაპირველად მხატვარს ძალიან ცუდად ექცევა, თუმცა მისი დამოკიდებულება გოგონას ახლოს გაცნობის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება.ბევრი წინაღობის მიუხედავად მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩება და მასზე უამრავი ადამიანი გაიგებს.
5. The Truman show
"ტრუმენის შოუ"- ჯიმ ქერის საუკეთესო შესრულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს შოუში და მის გარშემო არსებული ადამინები მსახიობები არიან, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცის. ერთნაირი ყოველდღიურობით დაეჭვებული პერსონაჟი სიმართლის გარკვევას დაიწყებს, რაც დაგეგმილ სცენარს სრულიად არევს.
12