5 სერიალი დეკემბრისთვის, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

18
1. And Just Like That
And Just Like That... 90-იანებისა და ორიათასიანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟები ეკრანზე ბრუნდებიან. ახლა უკვე 50 წელს გადაცილებული კერი, მირანდა და შარლოტა ძველებურად გლამურულ, აქტიურ და მრავალფეროვან ცხოვრების რიტმს მიჰყვებიან და აგრძელებენ „sex and the city”-ის ეპოქალურ ისტორიას.
ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ ჯერობით ბერვი არაფერი შეცვლილა, კერი ახლა პოდკასტერია, შარლოტა ისევ მშობელი- სრულ განაკვეთზე, ხოლო მირანდა, რა თქმა უნდა, თავის ბრწყინვალე საადვოკატო კარიერას აგრძელებს.
სარა ჯესიკა პარკერს, კრისტინ დევისისსა და სინტია ნიქსონს შეუერთდებიან „Sex and the city”-ის სხვა მსახიობებიც. ბრუნდება კრის ნოტი როგორც ბატონი ბიგი, ისევე როგორც მარიო კანტონე ენტონის როლში, ასევე დევიდ ეიგენბერგი, ევან ჰენდლერი და უილი გარსონი.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე, ლეგენდარული პერსონაჟი, სამანთა ჯოუნსი ეკრანს მიღმა რჩება, მსახიობმა კიმ კეტროლმა სერიალში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
"HBO Max"-ი პრემიერას 9 დეკემბერს აანონსებს.
2. A Very British Scandal
“A Very English Scandal” -ის შემქნელები მორიგ კრიმინალურ დრამას გვთავაზობენ.
„A Very British Scandal“ 2021 წლის დეკემბერში გამოდის “BBC One”-სა და „BBC iPlayer“-ზე. სერიალი მოგვითხრობს არგილის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცნობილ განქორწინებაზე. მოქმედება მე-20 საუკუნეში ვითარდება.
რეჟისორი და მთავარი პროდიუსერი Sarah Phelps-ი გახლავთ, ის აგათა კრისტის დეტექტივების საუკეთესო ადაპტაერადაა აღიარებული.
სამნაწილიანი მოქმედება ვითარდება 1963 წელს, როდესაც მარგარეტი, არგილის ჰერცოგინია, მისმა მაშინდელმა ქმარმა საჯაროდ დაადანაშაულა ღალატში, მას შემდეგ, რაც მეუღლისა და უცხო მამაკაცის საერთო ფიტფოტოები აღმოაჩინა.
„ამ პროექტზე მუშაობისას მტკიცედ ვგრძნობდი, რომ მარგარეტი უფრო მკაცრად დაისჯებოდა კანონმდებლობის და საზოგადოების მიერ, რადგან ქალი იყო, ამის მიუხედავად, მან უარი თქვა უკან დახევაზე და წყნარი გოგოს როლში ყოფნაზე, ამ სერიალით მის ამგვარ ქალურ სიძლიერეს მინდა ვცე პატივი” 
3. Landscapers
სერიალი გვიყვება 90-იანების გახმაურებულ მკვლეობაზე:
1998 წლის მაისში პატრიცია და უილიამ უიჩერლი თავიანთ სახლში, ნოტინგემშირში მოკლეს და მოგვიანებით ბაღშივე დამარხეს. მკვლელები მათი ქალიშვილი სიუზანი და მისი მეუღლე კრისტოფერ ედვარდი გახლდათ.
 ეს არის „ლენდსქეიფერების“ ნამდვილი ისტორია, ახალი კრიმინალური „შავი კომედია“, რომელშიც მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობები ოლივა კოლმანი და დევიდ ტიულისი ასრულებენ. ოთხ ნაწილიანი ლიმიტრიებული სერიალი, წყვილის თავგადასავლებს ფეხ და ფეხ მიჰყვება.
„HBO“ Landscapers-ის პრემიერას 6 დეკემბერს აანონსებს.
4. Harlem
სერიალი გვიყვება ოთხ 30 წელს გადაცილებულ ქალზე. მათ განსხვავებული პროფესიები, ინტერესები და მიზნები აქვთ. ოთხეული ჯერ კიდევ ცდილობს თავიანთი თავების აღმოჩენას, სიყვარულის, კარიერის და ზოგადა დამოუკიდებელი ცხოვრების ყველა დეტალის შეცონობას.
იდეის ავტორმა Tracy Oliver-მა  EW-თან საუბრისას, აღნიშნა, რომ სერიალის მთავარი მოტივი საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, რომ 30 წლის ასაკში ყველაფერი გააზრებული უნდა გქონდეს. „მაგრამ მე 30 წელს გადაცილებული ვარ და ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე არ მაქვს, ასევე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესში არიან ან სულაც თავიდან იწყებენ ყველაფერს ... მოდით, ვიყოთ გულწრფელები, ოცდაათი  სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება იდეალურად აწყობილი უნდა გქონედ!“
Harlem-ის პრემიერა 3 დეკემბერს, Prime Video-ზე შედგება.
5. Emily in Paris (season 2)
„Emily in Paris”- ის პირველი ნაწილი დაახლოებით ერთი წლის წინ, 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა.
სერიალი მოგვითრობს ისტორიას ამერიკელ გოგონაზე, რომელიც სამუშაოდ პარიზში გადადის.მთავარი გმირის - ემილის როლს კი, მსახიობი ლილი კოლინსი ასრულებს.
პირველი სეზონი გამოსვლისთანავე, სერიალი ფრანგების კრიტიკის საგანი გახდა.
დაცინვის მიუხედავად ამერიკელი გოგოს პარიზულმა თავგადასავლებმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, სერიალი ნომინირებული იყო ემის და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე. 
როგორც ვიცით, „Emily in Paris”-ის ტრეილერში, „ფეშენისტა“ ლილი კოლინსს ქართველი დიზანიერის - ანუკი არეშიძის კაბა აცვია.
პრემიერის თარიღი 2021 წლის 22 დეკემბერია.
18