5 ყველა დროის მოდის სიმბოლო

11
1.    Kate Moss-  ქეით მოსი ოთხმოცდა ათიანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. მიუხედავად მისი სტანდარტებიდან ამოვარდნილი გარეგნობისა, იგი საზოგადოებისათვის დღემდე მიმზიდველობისა და მოდურობის სიმბოლოდ მიიჩნევა. იგი ახერხებს იყოს უბრალო, ამასთან ერთად კი ექსტრავაგანტული და ყველასაგან გამორჩეული. ქეით მოსის ყოველდღიური სტილი საკმაოდ მარტივია, მაგრამ გემოვნებიანი. მისი გარდერობი წარმოუდგენელია ჯინსების გარეშე, თუმცა იგი უპირატესობას მაინც კაბებს ანიჭებს.                                   „მე ვფიქრობ, რომ 2020 წლის გლამურში მთავარია გონებაგასხნილობა და თავდაჯერებულობა“- ამბობს ქეითი. სწორედ მისი შარმიც თავდაჯერებულობაშია.
2.    Victoria Beckham- ყველასათვის საყვარელი  ჯგუფი Spice Girls-ის წევრი ნამდვილად მოდის სიმბოლოა. ვიქტორია ბექჰემის სტილი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, განსაკუთრებით მისი Posh Spice დღეებიდან. მაგრამ ამის შემდეგაც კი , მან მოახერხა თავისი სტილის ტრანსფორმაცია სექსუალური და გლამურულიდან ელეგანტურ, მინიმალუსტურამდე. მისი ყოველდღიური ჩაცმულობა მოიაზრებს საშუალო სიგრძის კაბებს, კლასიკურ პერანგებსა და კოსტუმებს. აშკარაა, რომ მას საკმაოდ დიდი დრო აქვს დახარჯული ამ უნიკალური სტილის მისაღწევად მოდის სფეროში საკუთარი თავის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასამკვიდრებლად.
3.    Sarah Jessica Parker - სექსი დიდ ქალაქში-ს  ვარსკვლავის , სარა ჯესიკა პარკერის ,  ეგრედწოდებული ქერი ბრედშოუს ჩაცმულობა  თითქმის ყველა ასაკისა და ყველანაირი სტილის ქალისათვის  ინსპირაციაა. წლების მანძილზე მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ბრედშოუ ძირითად აქცენტს ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე აკეთებს. მას შეუძლია ნებისმიერი ტანისსამოსი გამოაცოცხლოს თავისი საოცარი გემოვნებით შერჩეული ჩანთებითა და ფეხსაცმელებით. იგი ყოველთვის დახვეწილად და საინტერესოდ გამოიყურება. პარკერმა დაგვიმტკიცა, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გვეცმევა სწორად შერჩეული, მკვეთრი ფერის პალტოს შიგნით.
4.    Grace Kelly - ამერიკელი მსახიობი და მონაკოს პრინცესა ნამდვილად ამართლებდა საზოგადოების მოლოდინებს. გრეის კელი დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლო იყო. ღილებიანი ბლუზები, მთლიანი საცურაო კოსტუმები, ნაქარგი კაბები და ტვიდის ქვედაბოლოები სწორედ გრეის ქელის დამკვიდრებულია. მისი სტილი სამეფო ტიტულის შესაფერის ჩაცმულობას აღემატებოდა- კლასიკური, მაგრამ საინტერესო.
5.    Audrey Hepburn - ოდრი ჰეპბერნმა დაგვიმტკიცა, რომ ის ადამიანთა იმ ერთეულებში შედის, რომლებიც იმსახურებენ მოდის სიმბოლოს სტატუსს.  ყოველდღიურად ოდრი უპირატესობას ანიჭებდა თეთრ პერანგსა და მოკლე შავ შარვალს/ქვედაბოლოს. მისი მახასიათებელი დეტალი ხელთათმანები და თავშალი იყო. ოდრი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინდივიდუალურობას. იგი ამბობდა, რომ იმისათვის, რომ ვიყოთ ელეგანტურები, სულაც არ არის საჭირო მოდის ფეხდაფეხ მიდევნა. მთავარია, ისეთი ტანისსამოსი ჩავიცვათ, რომელიც ხაზს გაუსვამს ჩვენს ფიგურას და სხვებისგან გამოგვარჩევს.
11