5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

8
დარწმუნებული ვარ, მეტნაკლებად ყველას გვიყვარს ახალი წიგნების კითხვა და მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა. სწორედ ამიტომ, დღეს 5 ჩემ მიერ რჩეული წიგნი მინდა წარმოგიდგინოთ.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ წიგნებთან დაკავშირებით და სურვილის შემთხვევაში სხვა ლიტერატურაც გვირჩიეთ.
1. ვიქტორ ჰიუგო - კაცი, რომელიც იცინის
რომანში აღწერილია მე-17 საუკუნის დასასრულისა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. მთავარი გმირი ინგლისელი დიდგვაროვანის, ლორდი კრენჩარლის შვილია, ის მეფის ბრძანებით მოიტაცეს ორი წლის ასაკში და მას ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს რომელმაც მის სახეზე სამუდამოდ აღწერა სიცილი, რისი მიზეზიც ის გახლდათ რომ მამამისმა მეფეს უღალატა და რესპუბლიკის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, რაც რათქმაუნდა მონარქიის გადავარდნას ნიშნავდა. მთავარ გმირს ჯამბაზობისთვის ამზადებნენ, მას არ ახსოვდა მისი ჩამომავლობა, მან საკუთარი სახელიც კი არ იცოდა, მისი დამმახინჯებლები მას გუინპლენს ეძახდნენ და ამიტომაც ისიც თავის თავს ასე ეძახდა.
2.  თედორე "ფიოდორ" დოსტოევსკი - ძმები კარამაზოვები.
თედორე დოსტოევსკის ბოლო რომანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს. დოსტოევსკიმ ამ რომანის შექმნას ორი წელი დაუთმო. ის სერიულად იბეჭდებოდა „რუსეთის მაცნეში“ 1880 წლის ნოემბრამდე. მწერლის ჩანაფიქრით ეს რომანი ეპიკური ნაწარმოების „დიდი ცოდვილის ცხოვრება“ პირველი ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ის ამ წიგნის გამოცემიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა.
3. ჯეკ ლონდონი - მარტინ იდენი
მეზღვაური მუშათა კლასიდან, რომელსაც უყვარდება ახალგაზრდა, ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელი რუთი და იწყებს სწავლას, რათა გახდეს მწერალი და სურს დაქორწინდეს მასზე.დაიწერა 1909 წელს. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „Pacific Monthly-ში“ 1908 წლის სექტემბრიდან 1909 წლის სექტემბრამდე. წიგნის სახით გამოქვეყნდა 1909 წელს გამომცემლობა „Macmillan-ის“ მიერ.  
4. მარგარეტ მიტჩელი - ქარწაღებულნი
თუკი ცნების - "ყველა დროის ბესტსელერი" ასახსნელად მაგალითის მოშველიება დაგვჭირდება, თამამად შეიძლება მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი" ვახსენოთ. ამ რომანისთვის, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა, 1937 წელს დაჯილდოვდა პულიცერის პრემიით. რომანის ამერიკული კინოადაპტაცია (1939) ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მოგებიანი ფილმი გახდა და რეკორდული რაოდენობის კინოაკადემიის ოსკარი აქვს მიღებული.
5. ლევ ტოლსტოი - ანა კარენინა
ლევ ტოლსტოის სალიტერატურო სტილი მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებშიც დაცულია, იგი მაღალი სწრის საზოგადოებაზე მოგვითხრობს, უფრო სწორად მაღალი წრის წარმომადგენელზე, ანას აქვს ყველაფერი სიმდიდრე, ბედნიერი ცხოვრებაც მაგრამ არ აქვს სიყვარული რაც ყველაზე მეტად ჭირდება, მაგრამ განსხვავებულად ფიქრობენ მის გარშემო მყოფები, მისი წარმატებული მეუღლე და შვილი... ოფიცერი ვრონსკი კი ამ ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
8