5 ფრაზა რომელიც არ უნდა თქვა გასაუბრებაზე

5


მოგესალმებით მეგობრებო, დასაქმების ციფრული პლატფორმა Openjobs.ge იწყებს საინტერესო რუბრიკას "რა უნდა ვიცოდეთ გასაუბრების შესახებ". (წარმატებული გასაუბრება ნაწილი-1)
ზოგადად რა არის გასაუბრება? ეს არის პირველი შთბეჭდილება, რომელსაც პოტენციურ დამსაქმებელზე ახდენთ, შესაბამისად ეს თქვენი ურთიერთობის საწყისი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
გახსოვდეთ, რომ სტატისტიკურად დამსაქმებელთა 35%-ს შეხედულება უყალიბდება შეხვედრის რამდენიმე წუთის განმავლობაში.
დღეს გვინდა გითხრათ 5 ფრაზის შესახებ, რომლებიც არ უნდა წარმოთქვათ გასაუბრებაზე.

 1) ძალიან ვღელავ.
დამიჯერეთ HR-მენეჯერმა, ისედაც იცის რომ ღელავთ, ამიტომ არ არის საჭირო თქვენი ემოციების დემონსტირება, რადგან ეს არაპროფესიონალურად ჩანს.
2) თქვენი კომპანია რას საქმიანობს?
გასაუბრებამდე აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია და გაიგეთ მეტი კომპანიის შესახებ, ამისთვის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს.

 3) ყველაფრის გაკეთება შემიძლია!
გასაგებია თქვენი მონდომება და მოტივაცია, თუმცა განსაზღვრეთ თქვენი კომპეტენციების სფერო, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რა გამოგდით კარგად და რამდენად შეესაბამება ის წარმოდგენილ ვაკანსიას.
4) მე არ ვიცი...
გასაგებია შეიძლება რაღაც არ იცოდეთ, თუმცა მსგავსი პასუხი უჩვენებს, რომ იოლად ნებდებით და არც კი ცდილობთ გამოსავლის პოვნას, უმჯობესია თქვათ - "ჩემი აზრით, მე ვფქრობ რომ..." და ა.შ.

 5) ახლა ბევრი პრობლემა მაქვს.
დაიმახსოვრეთ, კომპანია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს და ეს ფრაზა შესაძლოა აღიქვას როგორც ზეწოლად ან თქვენს დეპრესიად.

დაიმახსოვრეთ: გასაუბრება არის პირველი შთბეჭდილება, რომელსაც პოტენციურ დამსაქმებელზე ახდენთ, შესაბამისად ეს თქვენი ურთიერთობის საწყისი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

#გასაუბრება #კარიერა #დასაქმება #ვაკანსია #ვაკანსიები 


5