არის თუ არა კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლა ქართული გენოტიპის დამსახურებაც?

0
კორონოვირუსის დამარცხებისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე ყველაზე მეტ სანდოობას იმ მედიკოსთა მოსაზრებები იმსახურებს, რომლებიც ვირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი ექიმების წარმატება. ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია ჯერჯერობით მართვადია, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, ასევე წარმატებულია მკურნალობის მეთოდებიც. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საქართველოში კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის თავისებურებებზე საუბრისას, განაცხადა: "მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პოპულაციაშია აღწერილი და ჩვენი კლინიკის მონაცემებია, რომ ჩამოდის ეოზინოფილი ძალიან ქვევით. კორონავირუსული ინფექცია, ლიმფოციტების დეფიციტის ნაცვლად, ჩვენს პოპულაციაში, ჩვენს გენოტიპში და ფენოტიპში იწვევს ეოზინოფილების დეფიციტს, რაც ხდება ნული. სხვა ქვეყნებში იწყება ლიმფოპენიით, ჩვენს შემთხვევაში არის ეოზინოპენია. საერთოდ განსხვავებული მექანიზმია... ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ეს ვირუსი სხვადასხვა გენოტიპში სხვადასხვა ფენოტიპურ გამოვლინებას ახდენს..." ამჟამად საქართველოში კორონავირუსით 517 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია 178, ხოლო გარდაცვლილი 6.
#news
#coronavirus
#covid19
#სიახლე
#კორონავირუსი
#კოვიდ19
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Rustavi
0