მიზიდულობის ფუნდამენტური პრინციპები - სივრცითი მიზიდულობა.

0
? შეიძლება ხშირად გიფიქრიათ რატომ მოგწონთ ერთი ადამიანი და მეორისადმი რატომ გაქვთ ანტიპათია. ამაზე ყველაზე განზოგადებული პასუხი იქნება - ჩვენ მოგვწონს ის ვისაც ჩვენ მოვწონვართ, ამასთანავე გვაფასებს და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში გვეხმარება. ჯილდოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა სოციალური მოწონება, სწორედ ამიტომ ვამჯობინებთ იმ ადამიანებთან ახლოს ყოფნას, ვინც პოზიტიურად გვახასიათებს, ზოგადად და საზოგადოების წინაშეც, რაც შემდგომ იმიჯის ამაღლებაში გვეხმარება. ? კიდევ ერთი პრინციპია "სოციალური გაცვლის თეორია" - ამ თეორიის მიხედვით ჩვენ მოგვწონს ადამიანები ვისგანაც რაიმეს მიღება შეგვიძლია, ვისთანაც იდეების შერწყმასა და გაცვლას მოვახერხებთ. ეს ურთიერთობა უნდა იყოს სარგებლის მომტანი, მაგრამ ამ სარგებელმა უნდა გადაწონოს პირადი დანაკარგი (მაგ: დრო, სხვადასხვა რესურსი და ა.შ.). მაგალითად ჩვენი მეგობარი არის ჭკვიანი, სანდო, კეთილგანწყობილი ჩვენდამი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრს საუბრობს. ამ შემთხვევაში მეგობრის დადებითი თვისებები გადაწონის უარყოფითს და მეორე პირს უღირს ურთიერთობის გაგრძელება. ?‍♀️----?‍♀️ წინასწარმეტყველება შეგვიძლია თუ რამდენად დიდი ალბათობაა იმისა რომ ორი ადამიანი დამეგობრდეს. სივრცით თეორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ადამიანების ურთიერთობის დასაწყებად. მაგალითად ერთი ადამიანი ცხოვრობს ბათუმში, მეორე კი თბილისში. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ წვეულებაზე, მოეწონათ ერთმანეთი, გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია, მაგრამ აქ იბადება კითხვა - ამხელა დისტანციის მიუხედავად შეძლებენ მეგობრობას? მეცნიერები ამ კითხვაზე უარყოფით პასუხს გაგცემენ, რადგან ძალიან რთულია ადამიანებისათვის სივრცითი მანძილის დაძლევა და ურთიერთობის აწყობა, ვინაიდან მათთან პირისპირ შეხვედრა იშვიათი და ფუფუნება იქნება. ამ ჰიპოთეზას კი მრავალი კვლევა ადასტურებს. ‼ თუ ამ თემის გაგრძელება გსურთ კომენტარებში მაცნობეთ. შეგიძლიათ დაწეროთ ფსიქოლოგიის რომელი მიმართულება, ან საკითხი იქნება თქვენთვის საინტერესო და აუცილებლად გავითვალისწინებ❗❤
#psychology
#socialpsychology
#attraction
0