ხამესი ევერტონში!?

0
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. ბოლო პერიოდში მადრიდის “რეალის” შესახებ საკმაოდ ხმაურიანი ცნობები გავრცელდა, რომლის თანახმადაც ისინი სატრანსფერო პერიოდში გუნდის გადახალისებას/განახლებას გეგმავენ, რაც გუნდიდან არაერთი სუპერვარსკვლავის წასვლას გულისხმობს. ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც რეალი გასხვისებას უპირებს ხამეს როდრიგესია. კოლუმბიელი ფეხბურთელით პრემიერ ლიგის კლუბი, “ევერტონი” დაინტერესდა. ინგლისური კლუბის იტალიელი თავკაცი, კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილებაც წარსულში უკვე ჰქონდა, საკუთარ გუნდში იხილავს. “ევერტონის” წარმომადგენლებმა როდრიგესის მიმართ ინტერესი დაადასტურეს, მეტიც, მათი განცხადებით კოლუმბიელი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის მთავარი სამიზნეა.
0