თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა-რეხვიაშვილი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142497 ქვემო ქართლის გუბერნატორის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ რეგიონიდან სულ 170 საკვლევი მასალა წაიღო აქედან 16 დადასტურდა. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ყველა შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება. ერთი ახალი შემთხვევა კი თეთრიწყაროში გუშინ დადასტურდა. „ჯამურად გავრცელება შეადგენს თეთრიწყაროში 38 ფაქტს. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები განეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს, საბედნიეროდ ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითი ჩამოვიდა. ყველა დადასტურებული შემთხვევა ცნობილი კლასტერია. დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, აქედან 100-ზე მეტია მჭიდრო კონტაქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
0