კაო მანი - ბრილიანტის თვალები

0
? კაო მანი, ერთ-ერთი უიშვიათესი და ძვირადღირებული კატის ჯიშია, რომელიც ტაილანდიდან მოდის, მას სამშობლოში ბრილიანტის თვალსაც ეძახიან. საქართველოში ამ ჯიშის პოვნა საკმაოდ რთულია, რადგან კატის ეს ჯიში არაპოპულარულია. კაო მანი არ უნდა აგვერიოს სიამის კატიდან წამოსულ ჯიშებში, მაგალითად როგორიცაა "უცხოური თეთრი სიამი", რადგან კაო მანს აბსოლუტურად განსხვავებული გენეტიკური სტრუქტურა, შეჯვარების წესი და გენეალოგია აქვთ. ? კაო მანი, ათლეტური აღნაგობითა, ოდნავ აპრეხილი ცხვირით, დიდი ან საშუალო ყურებითა და განსაკუთრებული თვალის ფერით გამოირჩევა, რომელიც შეიძლება ვარირებდეს ოქროსფრიდან, ცისფერ და ჰეტეროქრომიით დაბადებულ ფერებამდე, ამ უკანასკნელით დაბადებულიკატა (ჰეტეროქრომია) ყველაზე იშვიათობას წარმოადგენს, ძირითადად ცალი თვალი ოქროსფერი, მეორე კი ცისფერი აქვთ, ან ცისფერი და მწვანე. კაო მანი დაბალბეწვიან კატებში შედის, მაგრამ თვეში მინიმუმ ერთხელ დავარცხნას მაიმც საჭიროებენ. ძალიან მხიარული, ელეგანტური, ენერგიული და ცნობისმოყვარე კატაა. ❗ იმის გათვალისწინებით რომ თეთრი ცისფერთვალება კატები მიდრეკილები არიან სიყრუისკენ, მათ შეჯვარებამდე კატების კლუბები იძლევიან რეკომენდაციას რომ ორივემ, მდედრმა და მამრმა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რათა რისკი შემცირდეს. სიცოცხლის ხანგრძლივობა - 10-12 წელი (ეს ციფრები საშუალოა, რადგან კატის მოვლაზეა დამოკიდებული რამდენ ხანს იცოცხლებენ) წონა - 3.600-იდან 4.500-ამდე სიმაღლე - 25-30სმ აღსანიშნავია ისიც რომ ზოგადად, ცხოველებში, მამრი უფრო მეტს იწონის და შედარებით მაღალიაცაა. ? კაო მანის კატა ტაილანდში ასწლეულების წინ გამოჩნდა. ამ ძვირფასი კატის ყოლის უფლება მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. ვინც მათ მოპარვას გაბედავდა სიკვდილით სჯიდნენ. იგი ბარაქისა და იღბლის მომტან კატად ითვლებოდა, ხოლო როცა გარდაიცვლებოდა პატრონები თვალებს იღებდნენ და თან ატარებდნენ, როგორც ასევე იღბლისმომტანად. ? არც ისე დიდი ხნის წინ პატივი მერგო ეს არაჩვეულებრივი კატა მყოლოდა. ყველაზე თბილი, კომუნიკაბელური და პატრონზე მიჯაჭვულია. ის ვინც მის აღზრდას გადაწყვეტს კაო მანისათვის იქნება ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრი. ძილის წინ მოფერება უყვართ, ამასთანავე ჩემი ტომი უჩემოდ არასოდეს იძინებდა, იმის მიუხედავად რომ კატებს დღე საშუალოდ 18 საათი სძინავთ. ❗ფოტოებში პირველი ორის გარდა ტომია.
#khaomanee
#tbilisi
#animals
#cat
0