ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 114 პირი დააჯარიმეს

ByOn.geGeorgia
0
ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ, 29 აპრილის 21 საათიდან 30 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0