პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დატოვებს

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დატოვებს. ხუთივე პაციენტს ჩაუტარდა განმეორებით ტესტირება და უარყოფითი პასუხი მიიღეს. გამოჯანმრთელებულებული პაციენტებიდან ორი არის მოზარდი, 14 და 15 წლის ბავშვები. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამ ეტაპზე 99 პაციენტი მკურნალობს, აქედან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 83 პაციენტი, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 ადამიანი. „გვყავს 82 წლის ქალი, რომელიც არის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკროანგიპათისს გამო გართულებული პრობლემებით. მინდა გითხრათ, რომ ეს ქალი აპარატიდან მოიხსნა, კონტაქტური და ადეკვატურია. ჰემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები სტაბილურია, რჩება ოქსიდენდამოკიდებულება. ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე?! მინდა გითხრათ, რომ ამ ქალს ბოლო 30 წელია აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინთერაპიაზე. აი, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ფორმებით გართულებული, კოვიდინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს“, - განაცხადა რატიანმა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#გამოჯანმრთელებული
#ლევანრატიანი
#tbilisidaily
0