ალბერტ ბანდურა - პიროვნების ქცევა, მე-ს სისტემა, შინაგანი სტანდარტები. ნაწილი 1

0
? ალბერტ ბანდურა კანადელი ფსიქოლოგია. ის დაიბადა კანადაში 1925 წლის 4 დეკემბერს. ალბერტ ბანდურა ბიჰევიორისტი იყო, მაგრამ კარგად ხვდებოდა რომ მხოლოდ ბიჰევიორისტული ხედვა არ იყო პიროვნების ქცევის ასახსნელად. ის რადიკალური ბიჰევიორისტებისაგან განსხვავდებოდა. მისი აზრით ადამიანს აყალიბებს როგორც ქცევა ასევე ინდივიდუალური თავისებურებები, აქ ის გულისხმობს კოგნიციას, ამასთანავე გარემო ფაქტორები და განმტკიცება. ბანდურას თეორიის მიხედვით ჩვენ ნელა და მოსაწყენად განვითარდებოდით მხოლოდ საკუთარ თავზე დაკვირვებით რომ ვსწავლობდეთ, იგი ამბობდა რომ ადამიანი სხვის ქცევაზე დაკვირვებითაც სწავლობს. მისი წინამორბედი სკინერისაგან განსხვავებით, ბანდურასათვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებს, იგი უფრო დიდ ყურადღებას დასწავლის პროცესში აზროვნებას (კოგნიციას) ანიჭებს შემდეგ კი დანარჩენს. სწორედ ბანდურამ შემოიტანა ირიბი განმტკიცების თეორია, რომელიც მოიაზრებს იმას რომ ქცევა განმტკიცდება მაშნაც თუ ამ კონკრეტულ ქცევას თან მოჰყვება ჯილდო. ? რეციპროკული დეტერმინიზმის მიხედვით, ჩვენი ქცევა არა გარემო ფაქტორებზე, არამედ საკუთარ აღქმაზე, აზროვნებაზეა (კოგნიციაზე)დამოკიდებული. და სწორედ ეს გვიბიძგებს იმისაკენ რომ ავირჩიოთ მოქმედება, რისი არჩევის შემდეგაც პროგნოზირების გაკეთება ხდება შესაძლებელი, კონკრეტულად არჩეულ ქცევას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამ თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევა ყალიბდება სამი ნიშნის მიხედვით: გარემო; თვითონ ქცევა და პიროვნული თავისებურებები (კოგნიცია). რეციპროკული დეტერმინიზმის თეორიაში ბანდურა აღნიშნავს რომ ეს სამი ფაქტორი არაა თანაბარი სიძლიერის/მნიშვნელობის და მათი დომინანტობა განისაზღვრება იმით თუ მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში, რომელია ამ სამიდან ყველაზე მაღალი, ძლიერი მაჩვენებლით. ? მე-ს სისტემა ბანდურა მე-ს სისტემა არ განიხილება, როგორც მარტივი და ტრადიციული ახსნა გვთავაზობს. მე-ს სისტემა არის კოგნიტური და მოიცავს ქცევის აღქმას; შეფასებასა და რეგულაციას.ეს სისტემა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უნარებსა და კომპეტენციაზე, რათა შეაფასოს და გადაჭრას კონკრეტული წინაღობა. კომპეტენტურობა თავის მხრივ ნიშნავს ადამიანის აზროვნების სტილზე და თუ როგორ აზროვნებს რაიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრისას. ადამიანი შეიძლება იყოს კომპეტენტური ვთქვათ, როდესაც სამსახურეობრივი პრობლემა აქვს და მაგალითად ტრენინგის მომზადებას ვერ ასწრებს, მაგრამ მისი გადაჭრის ნაყოფიერი ოპტიმალური გეგმის დასახვა შეუძლია, ანუ ასეთი პრობლემების დროს ადამიანს გააჩნია დაძლევისა და შეფასების უნდარი, მაგრამ იგივე ადამიანმა შეიძლება ვერაფერი გააწყოს მაშინ როდესაც მაგალითად ოჯახურ შეხვედრაზე აგვიანებს. აქედან გამომდინარე, მოკლედ რომ ვთქვათ ადამიანი ყველაფერში კომპეტენტური ვერ იქნება, ანუ ყველაფერის გადაჭრის უნარი არ აქვს, თუ ერთ საკითხშია კომპეტენტური, მეორეში შეიძლება ძალიან დაიბნეს. ბანდურას თეორიის თანახმად ქცევა ხორვიელდება მოლოდინების შემდეგ, ანუ ადამიანებს აქვთ იმის უნარი, სანამ რაიმე ქცევას მიმართავენ ჯერ გაიჩინონ მოლოდინები, ანუ ის შესაძლო ვარიანტები განიხილონ, რაც ამ კონკრეტულ ქცევას შეიძლება ახლავდეს თან. ამასთანავე მოლოდინით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოდ ქცევის განმტკიცების პროცესიც. ✅ შინაგანი სტანდარტები ყველა ადამინს გაგვაჩნია შინაგანი სტანდარტები, როგორც საკუთარი თავისათვის დაწესებული, ასევე სხვების შესაფასებლად. ესაა უხილავი კრიტერიუმთა ჩამონათვალი. შინაგანი სტანდარტები ჩვენს მიზნებსა და სურვილებსაც განსაზღვრავს. თვითგანმტკიცება ხანგრძლივი პროცესებისთვისაა საჭირო, ის მოიცავს საკუთარი შექებას, თუ რაიმეს ჩვენივე დადგენილი სტანდარტით ვაკეთებს და თუ მას ვცდებით დასჯას, თვით კრიტიკის საშუალებით. ყველა ადამიანის საკუთარი სტანდარტები გააჩნია, რაშიც ერთ-ერთ კომპონენტად მიზანიც შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც თავისთავად ასევე ინდივიდუალურია. ზოგი ადამიანი საკუთარ თავს იმაზე ძლიერ მიზნებს უსახავს, რაც მათ ძალას აღემატება, ზოგი სწორედ ისახავს მიზანს, ზოგისათვის კი მათი შესაძლებლობა უფრო მაღალი, ხოლო დასახული მიზანი ძელიან სუსტი. ასევე უნდა აღვნიშნოთ რომ მიზნის დასახვისათვის საჭიროა სამი კომპონენტი - მოლოდინი, სტანდარტები და თვითრეგულაცია.
#psychology
#ფსიქოლოგია
#albertbandura
#ალბერტბანდურა
#თბილისი
#tbilisi
0