იცით რა არის ჰელიკობაქტერ პილორი?

0
ეს გახლავთ ბაქტერია, რომელიც ხშირად ხდება მიზეზი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის. ამ ბაქტერიით დასნებოვნება, ძირითადად, ბავშვთა ასაკში ხდება და მეცნიერთათვის დღემდე მისი გადაცემის ზუსტი გზები უცნობია. საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი, დუოდენიტი (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება), წყლულოვანი დაავადება და კუჭის კიბოც კი. ასევე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ ბაქტერია შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთი პათოლოგიების განვითარებასთან, როგორიცაა: ფუნქციური დისპეფსია, გაურკვეველი რკინადეფიციტური ანემია, იდიოპათიური თრომბოციტოპენია.
#ჯანმრთელობა
#ჰელიკობაქტერია
#კუჭისწყლული
#ჯანმრთელობისთვის
Tbilisi
0