ბენგალური კატა - აზიური ლეოპარდისა და ეგვიპტური მაუს ჰიბრიდი

0
? ბენგალური კატა, როგორც სათაურში უკვე ვახსენე აზიური ლეოპარდისა და ეგვიპტური მაუს ჰიბრიდია, რომლის მომშენებლებიც საქართველოშიც არსებობენ, მაგრამ სახლის შედარებით პატარა ლეოპარდის შეძენა საკმაოდ ძვირი ფუფუნება. მათი ფასი საშუალოდ 2000 დოლარია (საქართველოში) სიმაღლე - 68 სმ წონა - 4 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა - 14-16 წელი. ? სანამ ბენგალური კატის აყვანას გადაწყვეტთ აუცილებელია შეამოწმოთ კატის საგვარეულო ნუსხა, რათა დარწმუნდეთ რომ 4 თაობა გასულია მას შემდეგ, რაც კატას ლეოპარდი წინაპარი ჰყავდა, ვინაიდან არავის უნდა საყვარელი შინაური ცხოველის ლუკმა გახდეს ? ? ბენგალი, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კატაა. მისი გასაოცარი მეხსიერება ზოგჯერ შეიძლება სტრესიც გახდეს, რადგან მაგალითად კატა თუ ერთ ოთახში იყო, საიდანაც გამოსვლა ვერ მოახერხა რამდენი დღის განმავლობაში თავს აარიდებს იმ ოთახის სიახლოვეს გავლასაც. არაა გასაკვირი თუ ვიტყვი რომ ბენგალურ კატში, განსხვავებით სხვა ჯიშის კატებისაგან, მონადირის ბუნება ბევრად მძლავრადაა გამოხატული, ამიტომ უნდა ელოდოთ "მონადირებულ" თაგვებს, ჩიტებს, თხუნელებ, ციყვებს და ა.შ. ბენგალურ კატას ხშირად ძაღლს ადარებენ, რადგან ისინი მარტივად გასაწვრთნელები არიან. მათ შეუძლიათ დაისწავლონ პატრონის ნათქვამზე დაჯდომა, ხელის ჩამორთმევა, კარების გაღება, სინათლის ჩაქრობა/ანთება და ა.შ. ? ბენგალური კატები საკმაოდ ემოციურები არიან, ისინი პატრონის გამომეტყველებითა და ქცევით ხვდებიან როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ ხასიათზეა მისი პატრონი, ამასთანავე პატრონის ქცევის დამახსოვრებისა და თავისებურად კოპირების უნარიც აქვთ. პატარა ლეოპარდები მოზღვავებული ენერგიის პატრონები არიან, ამიტომ რეკომენდირებულია მათი გასეირნება, ხტომაში ვარჯიში, და ხეებზე აცოცების უფლების მიცემა. ? ბენგალური კატების შეფერილობა მრავალფეროვანია. ისინი შეიძლება იყვნენ ოქროსფერი ლეოპარდისეული კოპლებით, ღია ყავისფერი, მაგრამ ყველაზე იშვიათი თეთრი ფერია.
#კატა
#ბენგალურიკატა
#ცხოველები
#თბილისი
#cat
#bengalcat
#tbilisi
#animals
0