ცერცვაძე კომოსტატზე - არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს

0
საქართველოს, ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ავტორიტეტის გამო, რომელიც საქართველომ მოიხვეჭა კონკრეტულად კორონავირუსთან ძალიან წარმატებული მართვით, აქვს შანსი, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი „რემდესივერი“ და „კამოსტატი“ (camostat mesilate) ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეპარატი „კამოსტატი“ (camostat mesilate) შეიქმნა იაპონიაში და თავისი მოქმედების მექანიზმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი. „ეს მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის ცილას, რომლის საშუალებითაც ვირუსი შედის უჯრედში, თუ ამ მედიკამენტმა იმუშავა, საქმე, რომელსაც ის ასრულებს ექსპერიმენტში, რომლის იმედიც აქვთ, მაშინ ეს მედიკამენტი შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მომავალში შესაძლოა, „რემდესივირსაც“ გადაასწროს. საქართველომ აქაც პირველმა აუღო ალღო ამას და როდესაც ეს მედიკამენტი შექმნილი იყო, ჯერ მის შესახებ თითქმის არავინ იცოდა მსოფლიოში, როდესაც ჩვენ გავეცანით ამ მედიკამენტის მოქმედების მექანიზმს, ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა საქართველომ თხოვნა ამ მედიკამენტზე. ძნელია შეპირება, რადგან ახლა მთელი მსოფლიო ჩადგა იქაც რიგში, მაგრამ ასევე არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს. დღეს საქართველოს, მისი ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ავტორიტეტის და იმ ავტორიტეტის გამო, რომელიც მან მოიხვეჭა კონკრეტულად კორონავირუსთან ძალიან წარმატებული მართვით, აქვს შანსი, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#თენგიზცერცვაძე
#რემდესივერი
#კამოსტატი
#tbilisidaily
0