მარნეულის და გარდაბნის N13 ოლქში, საარჩევნო უბნების, კომისიის წევრების არჩევენ

0
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მარნეული და გარდაბნის ნაწილი ერთ N13 მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდა. N13 მაჟორიტარულ ოლქში სულ 122 საარჩევნო უბანია. აქედან 90 უბანი მარნეულში, ხოლო 32 გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მედიასთან საუბრისას მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საარჩევნო უბნების კომისიის წევრების შერჩევა მიმდინარეობს. „5-დან 9 სექტემბრის ჩათვლით ჩვენ მივიღეთ, როგორც ელექტრონულად ასევე ფიზიკურად, განცხადებები კონკურსანტების, რომელთაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობა სურთ. შერჩევის კრიტერიუმები გახლავთ, კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა და ასევე, უპირატესობა მიენიჭებათ იმ ადამიანებს, ვინც საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებშია ჩართული. ეს პროგრამებია, „საარჩევნო განვითარების სკოლა“, საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები, წელს პირველად განვახორციელეთ, ინოვაციური პროექტი, საზაფხულო ბანაკები რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია“ - გვითხრა ანი ილურიძემ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე განცხადებების განხილვის ეტაპი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში საარჩევნო უბნები კომისიის წევრებით დაკომპლექტდება. თითოეული უბანი ექვსი კომისიის წევრისაგან უნდა შედგებოდეს. მარნეულის და გარდაბნის N13 მაჟორიტარულ ოლქში შშმ პირებისათვის ადაპტირებული 15 საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს. ამ უბნებიდან ორი მარტივი ადაპტაციის, ხოლო 13 პანდუსიანია. წყარო : რადიო მარნეული
0