დღის რა მონაკვეთში უნდა ივარჯიშოთ საუკეთესო შედეგის მისაღებად?

0
ადამიანების ნაწილს ვარჯიში დილით ურჩევნია, ნაწილს კი საღამოს, მნიშვნელოვანია რა შედეგს ახდენს დროის მონაკვეთი შედეგზე. დილით და საღამოს ვარჯიშს საკუთარი უარყოფითი და დადებითი მხარეები გააჩნია, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ თქვენი მიზანი კუნთის მასის მომატებაა, ყველაზე კარგ შედეგს შუა დღეს ან საღამოს ვარჯიშის შემთხვევაში მიიღებთ. 2009 წელს ფინეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მეცნიერებმა მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ბიჭების ორი ჯგუფი შექმნეს, ორივე ჯგუფი კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ჯგუფი დილის 7-დან 9-მდე ვარჯიშობდა, მეორე კი საღამოს 5-დან 7-მდე. საღამოს საათებში მოვარჯიშე ჯგუფს კუნთის მასის უფრო გაძლიერებული ზრდა აღენიშნებოდა. უფრო მეტიც, მათი ფეხის კუნთები 30 პროცენტით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე მეორე ჯგუფის.
#news
#opinion
#health
#healthylife
#forhealth
#workout
Tbilisi
0