“აკნე”და მისი დამარცხების ჩემეული ვერსია.

0
აკნე-ყველა ადამიანის, განურჩევლად სქესისა პრობლემა რომელიც ძირითადად გარდატეხის ასაკში გვიტევს და რჩება ჩვენთან დიდი ხნით.მე პირადად წლების განმავლობაში მაწუხებდა აკნეს პრობლემა, თუმცა სწორი კვებით და მოვლით შემიძლია ვთქვა რომ დავამარცხე და დღეს ჩემი კანი თავისუფალია მისგან დატოვებული შრამებისგან. პირველ როგში აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ მისი გამომწვევი მიზეზი, იქნებ ეს არის სიგნალი რომელიმე ორგანოს გაღიზიანების შედეგად და თუ ორგანიზმი ჯანმრთელია და მაინც არ გტოვებთ აკნე აუცილებელია სწორი მკურნალობის შერჩევა, მე პირადად მის დასამარცხებლად რამდენიმე წესი შევიმუშავე რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ? ?წესი პირველი: მიაქციეთ ყურადღება კვების რაციონს, გამორიცხეთ მწარე, მლაშე და მჟავე საკვები რაც იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.ეცადეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით წყალი ?და ჯანსაღი საკვები.დაიწყეთ დილა ჰერკულესის ფაფით და ჯანსაღი გარნირით შედეგი საგრძნობლად მალე იქნება ?წესი მეორე: შეარჩიეთ სწორი სამკურნალო საშუალებები.შეეცადეთ ყიდვის დროს დააკვირდეთ შემადგენლობას, აუცილებელია იყოს თვენი ტიპის კანისთვის. ?წესი მესამე:უარი თქვით ექსპერიმენტებზე❗️ მე პირადად ამაზე უარის არ თქმის გამო სახის კანის დამწვრობა შემრჩა ხელში რამაც პირიქით გაართულა ჩემი კანის მდგომარეობა.შეეცადეთ არ იწვალოთ ხელით გამონაყარი ეს ალბათ ოქროს კანონია ამ კანონთაგან. ?წესი მეოთხე:შეეცადეთ გამოიყენოთ ორგანული და ბუნებრივი სახის მოვლის საშუალებები. ?წესი მეხუთე:უარი თქვით კოსმეტიკაზე❗️ შევეცდები შემდეგ პოსტებში ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თუ რას ვიყენებდი და რა ნაბიჯები გადავდგი აკნეს დასამარცხებლად❤️
#skincare
#selfcare
Tbilisi
0