ადამიანი,რომელიც სტუდენტებს უანგაროდ ეხმარება

0
? დღევანდელი ჩემი რესპოდენტი არის ჰელენ ცნობილაძე, რომელიც არის იურიდიული ფაკულტეტის რიგითი სტუდენტი.6 თვის წინ მან შექმნა თსუს სტუდენტებისთვის ჯგუფი “TSU Law Library?“, რომელშიც დაიპოსტებოდა ყველა საგნის მასალა და ის ინფორმაცია , რაც იურიდიულ სფეროა ეხება.იდეაში მას არანაირ სარგებელს მოუტანდა ეს ყოველივე , თუმცა მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. გთავაზობთ პატარა ინტერვიუს ჰელენთან ??? 1️⃣ რატომ გადაწყვიტე რომ , ჩაგებარებინა მაინც დამაინც იურდიულ ფაკულტეტზე ? ?? _ ჩემი ოჯახი ამ სფეროში ტრიალებს. მამა, რომელიც ადვოკატია და ყოფილი პროკურორი და საკმაოდ ახლო ნათესავი პაატა ცნობილაძეც, რომელიც თსუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. დიდი სურვილი მაქვს , რომ მამაჩემს ამ საქმიანობაში დავეხმარო, აქვს საკუთარი კომპანია, თუმცა 1 პრობლემაა, ის სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ და მე კერძო სამართლის მიმართულება მაინტერესებს, გამომდინარე იქედან , რომ ცხოვრებისეულ მომენტებში ეს მიმართულება უფრო გამოსადეგია, ინტერესს რაც შეეხება , ეს უკვე ინდივიდუალურია. ?? 2️⃣ წიგნებისა და კონსპექტების ელექტრონული ვერსიების შეგროვება დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. რატომ გადაწყვიტე დრო დაგეთმო ამ ყველაფრისთვის და გეხმარება თუ არა ვინმე ? ??? _ შესანიშნავი მოდერატორები მყავს არჩეული და ასევე მყავდა, უბრალოდ ხანდახან ვანახლებ მოდერატორებს.ყოველთვის გვერდში მიდგანან და ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს . ზოგადად, საზოგადოებასთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება , რამდენიმეს თუარ ჩავთვლით, ყველას ვერც მოვეწონები, თუმცა უმეტესად ვცდილობ, რომ ცივი არ ვიყო. დროს და ენერგიას კი მოითხოვს, უბრალოდ ამ უნივერსიტეტში იმდენი პრობლემაა, ამ კონკრეტული საქმიანობისთვის არავის ეცალა. არც სტუდენტებს ჰქონდათ ისეთი დამოკიდებულება , რომ ერთმანეთს დახმარებოდნენ, ხოდა ეს რომ შევამჩნიე, იმიტომაც მინდოდა გამეერთიანებინა ფაკულტეტი და ყველა ყველას გვერდში დგომოდა. დრო და ენერგია არ მენანება , თუ სასარგებლო მოქმედებებს ვახორციელებ ? 3️⃣ როგორ ახერხებ იმას, რომ ჯგუფი არის ძალიან მოწესრიგებული. ყველა კონსპექტი, წიგნი არის ორგანიზებულად ატვირთული და ჯგუფში მხოლოდ თსუს იურდიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან ? ???? _ ზოგადად, რამეს თუ წამოიწყებ, ბოლომდე ნუ მიიყვანო, თუ არ გაქვს იმის ნებისყოფა და სურვილი, რომ ბოლოში გახვიდე, არც უნდა დაიწყო. რადგანაც გაამართლა იდეამ და ყველა სერიოზულად მოვეკიდეთ, მეტი ორგანიზებულობისთვის შევიმუშავე პატარა ტაქტიკა. TOPICS- ის გრაფებში არის მოთავსებული საგნები მიმართულებების მიხედვით. რაც შეეხება მეორე კითხვას, მიუხედავად იმისა , რომ ჯგუფში არაფერი იპოსტება არათემატური, მხოლოდ წიგნები და წიგნები, არ ვამატებ არც ლექტორებს და არც სხვა უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის სტუდენტებს.ბევრი მოთხოვნა მომივიდა ლექტორებისგან და როცა საზოგადოებასაც ვკითხე, უნდა იყვნენ თუ არა ისინი ჯგუფში, მიპასუხეს , სტუდენტებმა, რომ ეს ჩვენი , მომავალი იურისტების პირადი სივრცეაო და მორჩა , მანდ უკვე პატივი ვეცი მათ აზრს, ამიტომაც ვაკონტროლებ მკაცრად, რომ იქ იყვნენ მხოლოდ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. ამ ყველაფერში მოდერატორებიც მეხმარებიან, მათ გარეშე არამგონია ასეთი შედეგი მიმეღო. ??? 4️⃣ არსებობენ სტუდენტები, რომლებსაც არ მოსწონთ ეს იდეა ან ვინმე ყოფილა წინააღმდეგობაში? ? _ ამ იდეის არმოწონება ბოროტება. თითქმის ყველას მოსწონს , კმაყოფილები არიან, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, პირადი შეურაცხყოფა მომაყენეს, ცუდად მომექცნენ, როცა მე მათ დახმარება ვსთხოვე, ყურადღება არ მომაქციეს.არავისთვის არაფერი დამიშავებია და საზოგადოებაში განიხილავდნენ ჩემს ტიპაჟს ცუდი ფორმებით.რადგანაც ვერ ვიტან “ნაგლობას” და უმადურობას, ყველა წავშალე ჯგუფიდან. ეს მხოლოდ ჩემი კი არა მოდერატორების უპატივცემულობაცაა, როცა რაღაცას გთხოვენ და შენ აიგნორებ, არადა დახმარება შეგიძლია, თუმცა ფეიქ ექაუნთებით მაინც ემატებიან წაშლის შემდეგ. ზოგადად, პრინციპული ადამიანი ვარ და ბოდიშის მოხდა არ არის ჩემთვის საკმარისი, გამაჩნია თავმოყვარეობა და დამცირება რომ ცუდია, 18-21 წლის სტუდენტებმა წესით უნდა იცოდნენ. 5️⃣ საბოლოოდ გეგმავ თუ არა უფრო გაფართოებას ჯგუფის და მაგალითად საიტის შექმნას ? ?? _ არა, ვფიქრობ, ესეც საკმარისია. ელემენტარულად ადმინობა რეალური ფეისბუქიდანაც კი არ მდომებია, ვიფიქრე ფეიქექაუნთით შევქმნი მეთქი, არმინდოდა საზოგადოებაში წარმოჩენა, ვიცოდი რა შედეგებიც მოყვებოდა, ბევრი გამიცნობდა, ბევრიც განმიხილავდა ( ვახსენე ტიპაჟი), მაგრამ გამონაკლისებს თუარ შევეხებით, დადებითი ემოციებით მწერენ სტუდენტები, პირადადაც მე თუ ვერ ვცნობ, ისინი მცნობენ, ხოდა ზუსტად ეს აცოცხლებს ჯგუფს - პოზიტივი. იმედია, მომავალი ნაკადიც მეგობრული იქნება , რადგან წინ სატანჯველი ღამეები არელოდებათ და 80 გვერდის წაკითხვა არუწევთ 1 ღამეში.ჯგუფს რაღაც პრობლემებიც ჰქონდა ისე, რომლის მოგვარებაც შევძელი და ამ ინტერვიუდან მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ნუ იქნებით ცუდი ადამიანები, შეირგეთ რაც გაქვთ, რაც არ არის საჭირო, იმას ნუ ლაპარაკობთ, საკუთარი საქმის გაფუჭება კარგი, გასაგებია, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? და კიდევ, კომერციული ხასიათის ჯგუფი შეიძლებოდა ყოფილიყო , მქონდა შანსი , სხვადასხვა ადვოკატები მთხოვდნენ საკუთარი ვიდეო-გაკვეთილების გაპიარებას, თუმცა ეს იდეა ჩემს რეალურ მიზანს არ შეესაბამება. ??
ჰელენ ცნობილაძე
Tbilisi
Kutaisi
Batumi
#opinion
#goodplaces
#news
#art
#photo
#crypto
#business
#design
#TSU
#Facultyoflaw
#law
#library
#lawlibrary
#იურიდიული
#იურიდიულიფაკულტეტი
#თსუ
0