მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142562 შეზღუდვების შესუსტების მიუხედავად, კორონავირუსის პანდემია გრძელდება, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისში გააკეთეს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 236 296 მილიონი დაინფიცირდა, 1 010 805 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ინფექციას 228 611 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (61 670) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (27 682), მესამეზე კი - ესპანეთი (24 275). ესპანეთში ბოლო 10 დღის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებას 248 ადამიანი ემსხვერპლა. 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გერმანიაში 153, ბელგიაში 170, ნიდერლანდებში 145, შვედეთში კი 107 ადამიანი გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 21 ათასს აჭარბებს. მათ შორის 82 მედიკოსია. რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსი 960 სამხედროს დაუდასტურდა. პანდემიამ იმსხვერპლა მოსკოვის ეპარქიის დეკანოზიც. პანდემიის პიკმა უკვე გადაიარა თურქეთში, თუმცა შემზღუდავი ზომები კვლავ ძალაში რჩება. პანდემიის შეჩერებაზე საუბრობენ სამხრეთ კორეაში, სადაც ბოლო 24 საათში დაავადების არც ერთი ახალი შემთხვევა გამოვლენილა. კორონავირუსისგან თავისუფალ პირველ ზონად გამოცხადდა ავსტრალიის ერთ-ერთი რეგიონი და ქალაქი კანბერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, უსაფრთხოების ზომებისა და ყველა შეზღუდვის დაცვა აუცილებელია. შიდა აკრძალვები ნაწილობრივ გააუქმა 22-მა ევროპულმა ქვეყანამ.
0