0
მოკლედ როგორია ეს ნაციონალიზმი. მახსოვს პატარა, რომ ვიყავი youtube-დან ვიდეოებს ვტვირთავდი და myvideo-ზე ვანთავსებდი. სურვილი მქონდა ქათული არანაკლები ყოფილიყო უცხოურზე და ამ იდეით არაერთი საათი გამიტარებია ნელი კოპიუტერის წინ. ვუცდიდი როდის ჩამოტვირთავდა, რომელიმე სიმულატორის გეიმფლეის ვიდეოს ან კიდევ ვიდეოს სათაურით- ზე ბესთ ფანი მომენტს 2009, რომ მერე myvideo-ზე ამეტვირთა. "ზე-სწრაფი" ინტერნეტი კი მქონდა და რაღა მიჭირდა. ვიჯექი და ვფიქრობდი ჩემდა გაუცნობიერებლად ნაციონალისტურ იდეებზე, ქვეყნის გაერთიანებასა თუ იბერიის გაბრწყინებაზე და ჩემს წილ პასუხისმგებლობაზე ამ გრანდიოზულ იდეებში. დრო გავიდა, ღირებულებები შემეცვალა, რეალობაც განსხვავრბულად აღვიქვი, თუმცა ხომ იცით ბავშვობაში იმხელა ემოციებითა და შემართებით ვირაზმებოდით პატარ-პატარა, დღეს უკვე სასაცილო იდეების განსახორციელებლად, მეხსიერება ახლაც კი ემოციურად აღიქვამს წარსულის მსგავს მოვლენებს. ჰოდა აგერ ვარ, მეგობრებო. სრულის სვლით ქართული სოციალური ქსელისა და იბერიის გაბრწყინებისკენ. და აბსოლუტურად სერიოზულად! ნებისმოერი იდეა, რომელიც თანასწორი შესაძლებლობების დამკვიდრებისკენაა მიმართული არის კეთილი, თავისი არსებით.
0