ფაქტები, რომლებიც ყველანაირ შიშს გაგიქრობთ ფრენის მიმართ

0
✈️ ფრენა მასობრივი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა ჰარვარდის უნივერსიტეტის რისკების კომუნიკაციის ინსტრუქტორის, დეივიდ როპეიკის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევაში თქვენი დაღუპვის შანსი დაახლოებით 5 000-ში 1-ია. ავიაკატასტროფაში დაღუპვის შანსი კი 11 მილიონში ერთი. ✈️თვითმფრინავები ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე ინტენსიურ ტესტირებას გადიან სანამ თვითმფრინავი ავიაკომპანიას გადაეცემა, ის ხანგრძლივ ტესტირებას გადის, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ეტაპადაა დაყოფილი. ✈️ თვითმფრინავებს ერთი ძრავით ფრენა შეუძლიათ, დაჯდომა კი ორივე ძრავის გარეშეც შესაძლებელია თვითმფრინავებს სიმაღლიდან კონტროლირებული დაშვება ორივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც შეუძლია. რა თქმა უნდა, მანძილი, რომლის დაფარვაც თვითმფრინავს ძრავების გარეშე შეუძლია, მის სიმაღლესა და სიჩქარეზეა დამოკიდებული. თუმცა ეს მანძილი თითქმის ყოველთვის საკმარისია იმისთვის, რომ თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში დაეშვას. ✈️ტურბულენტობა საშიში არ არის ტურბულენტობა არა უსაფრთხოების, არამედ კომფორტის საკითხია. ის უსიამოვნოა, თუმცა ის თვითმფრინავს საფრთხეს ვერ უქმნის, რადგან თვითმფრინავის დიზაინი და სტრუქტურა ამისთვის წინასწარაა გათვლილი. ✈️ ამინდი დაბრკოლებას არ წარმოადგენს ყველა თანამედროვე თვითმფრინავს წვიმაში, ქარში და ჭექა-ქუხილშიც კი, ფრენა უსაფრთხოდ შეუძლია. პრობლემას არც ნისლი წარმოადგენს, თვითმფრინავს ავტომატური სისტემების წყალობით აეროპორტში დაჯდომა მაშინაც კი შეუძლია, როდესაც ხილვადობა ნულია.
#goodplace
#news
#opinion
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#plane
#fears
#nofears
#facts
#interesting
#interestingfacts
#science
#technics
0