თერგდალეულები-სასწაულების თაობა ნაწილი 1

0
60 - იანი წლებიდან საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა ბრწყინვალე პლეადა. "თერგდალეული" პირობითი ტერმინია. ამ სახელწოდებით საზოგადოებრიობამ მონათლა თერგს გაღმა რუსეთში სწავლამიღებული ახალგაზრდობა. თერგდალეულებმა თავიანთ დროშას წააწერეს ლოზუნგი "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!" პირველი რიგის ამოცანად დაისახეს რულს მიცემული საზოგადოებრიობის გამოფხიზლება და გათვიცნობიერება. მათ ერთსულოვნად შეუტიეს ცხოვრების მანკიერ მხარეებს მიცრმული ვინაობის აღსადგენად, ზნეობის ასამაღლებლად, ევროპის იმ დროინდელი მოწინავე იდეების გასავრცელებლად აამოძრავეს მთელი ეროვნული ენერგია. თერგდალეულთა ბრწყინვალე პლეადას მესვეურებდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები. ამ საზოგადოებრივი მიმდინარეობის სათავეში იდგა ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძე (1837-1907) იყო სულიერი მამა და მოძღვარი ქართველი ერისა. "მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანმიმდევი უკვდავი სული" - დიდი მოღვაწის ეს სიტყვები ასახავს მის როლს საქართველოს იუსტორიულ ცხოვრებაში დღვანდელობის ჩათვლით. ილია პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სათავეში ედგა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს. სტუდენტობის წლებშივე გამოიკვეთა მისი საბრძოლო ეროვნული პროგრამა, რომელიც 1860 წლეს დაწერილ ლექსში "მესმის, მესმის" - აამეტყველა. "მესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობისა. აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა და აღმიგზნებს იმედს გულში... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!" ილიამ სტუდენტობის დროიდანვე "ცისკრის" ფურცლებიდან შეუტია ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების რუტინას, დრომოჭმულ იდეალებს. 1861 წელს იგი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა სამზადისს ქართული ჟურნალის დაარსებისათვის. 1863 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ჟურნალი "საქართველოს მოამბე", რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებაში. ამ ჟურნალის დახურვის შემდეგ ილია სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. ამ პერიოდში ღრმად ეცნობოდა მშობლიური ხალხის ჭირ-ვარამს. 70-იანი წლების დამდეგიდან სათავეში ჩაუდგა იდეურ ბრძოლას "მამათა" ჩამორჩენილი იდეოლოგიის წინააღმდეგ. მისი თაოსნობით 1875 წლე სდაარსდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, რომლის სახსრები მთლიანად ეროვნულ სამქს ხამრდება, ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში იდგა დიმიტრი ყიფიანის გვერდით. 1877 წლეს გამოსცა ჟურნალი "ივერია", რომელიც 1886 წლიდან ყოველდღიურ გაზეთად აქცია. "ივერია" საქართველოს სულიერ ცენტრს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის მედროშეს წარმოადგენდა. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან ვერ დავასახელებთ რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის მოთავ ან აქტიური მონაწილე ილია არ ყოფილიყოს. იგი აქეზებდა აქტიური მოღვაწეობისათვის პატრიოტ ახალგაზროდობას, საკადრის პასუხს აძლევდა საქართველოს მტრებს. "ივერიის" სარედაქციო ბინა, სადაც თვითონაც ცხოვრობდა, წარმოადგენდა ეროვნულ შტაბს. აქ სისტემატურად იკრიბებოდა და საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობდა თბილისის მოწინავე ინტელიგენცია. ილიას მხატვრული ქმნილებები ხალხში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ილიას-მახვილი პუბლიცისტიკა მშობლიური ენის, ტრადიციების, კულტურის დაცვასა და განვითარებას ემსახურებოდა.
0