23 აპრილს, ინდოეთში ცნობილმა და საყვარელმა ბოლივუდის მსახიობმა აამირ ხანმა დელის ერთ-ერთ უღარიბეს უბანში დაარიგა 1 კილოგრამიანი ცელოფნის პარკები, რომელშიც ფქვილი იყო. ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და ამ უცნაური ჰუმანიტარულლი დახმარების ასაღებად მისვლაც დაეზარა. მივიდა მხოლოდ ის, ვისაც ამ დახმარების გარდა არაფერი აღარ ჰქონდა. სახლში მისულებს სიურპრიზი დახვდათ - პარკი რომ გახსნეს, შიგნით ფული აღმოჩნდა 15 ათასი რუპის ოდენობით, რაც ლარებში 630 ლარი გამოდის, და ინდოეთისთვის საკმაოდ კარგ თანხას წარმოადგენს. ამ გენიალური იდეის წყალობით, დახმარება მიიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც ეს მართლა სჭირდებოდა :) კარგ დღეს გისურვებთ!