ტოპ 7 ყოველდღიურობა რასაც ინტერნეტი შეცვლის უახლოეს მომავალში

ByGi GaGeorgia
0
ინტერნეტმა 90 იანი წლებიდან მსოფლიო დაიპყრო, ის არაა ახალი აღმოჩენა 21 ე საუკუნეში მაგრამ ეს ასწლეული უდაოდ მას ეკუთვნის. ცივილიზაციის მომავალი სწორედ ინტერნეტზე და კიბერტექნიკაზე ხდება დამოკიდებული. სამყარო იცვლება და ეს ჩვენს ყოველდღიურობაში ისე ადვილად და შეუმჩნევლად ხდება რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ, თითქოს სამყარო და ცხოვრება ძალიან აჩქარდა, დრო გადის ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება და ის უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ყოვედღიურობაზე. მალე სამყარო ისეთი როგორიც ოდესღაც გვახსოვდა აღარასდროს იქნება. ახლა კი ჩამოვთვლი 7 ყოველდღიურობას რასაც ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ანაცვლებს ამ ეტაპზე ან უახლოეს მომავალში ჩაანაცვლებს. 1) ბეჭდვითი მედია. ეს ის სწრაფად მომაკვდავი დარგია რომელიც უკვე შეიძლება წარსულადაც კი მივიჩნიოთ, თუმცა მისი სრული ჩანაცვლება ელ.მედიით უახლოეს 10 წელიწადში მოხდება მსოფლიოში. 2) ტელევიზორი. მან თავის დროზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა საზოგადოების ფართო მასებზე, ის დღესაც პოპულარულია, თუ შევადარებთ პირველ და უახლეს ტექნოლოგიებით დამზადებულ ტელევიზორს, მსგავსებას პრაქტიკულად ვერ ვნახავთ, თუმცა ტელევიზორსაც აქვს აღსასრულის დრო და ის უახლოეს 20 წელიწადში დადგება და მას სრულად ჩაანაცვლებს ლეპტოპები, გაჯეტები და სმარტფონები. 3) წიგნები. ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ დროთა განმავლობაში წიგნების თაროებიც დაცარიელდება და მას ელექტრონული გაჯეტები ჩაანაცვლებს. თუმცა იმის შანსი რომ წიგნებმა დღევანდელი სახით იარსებონ უახლოესი 30 წელი მაინც არის. 4) პერსონალური კომპიუტერი. დიახ, ტექნოლოგიური რევოლუცია მთლიანად შეცვლის კომპიუტერის არსს, ის ისეთი აღარასდროს იქნება როგორც წარმოგვიდგენია, პირველ რიგში პროცესორი გაქრება მის ადგილს ნანოტექნიკური კიბერ-რობოტები შეასრულებენ რომლებიც მთავარ ბლოკში იქნება განთავსებული. შესაბამისად მისი "გაწმენდა", დაშლა და აწყობა წარსულს ჩაბარდება, იარსებებს პროგრამა რომელიც ძველ ნანორობოტებს ახლით ჩაანაცვლებს. ასევე შეიცვლება თვითონ კომპიუტერის ვიზუალი, აღარ იარსებებს მონიტორი. იქნება მხოლოდ პატარა ზომის დასაკეცი კლავიატურა, რომელიც გაიშლება და ციფრული მონიტორით განათდება შესაბამისად არ იარსებებს მაუსი და ადამიანები კომპიუტერში ყველა სამუშაოს სენსორულ ეკრანზე შეასრულებენ. 5) ავტომანქანები ავტოპილოტით. ეს იდეა უკვე დამუშავებული და ფაქტიურად დაპატენტებულია Tesla ს მიერ და აქტიურად მიდის მისი მასიურ წარმოებისთვის მზადება. ეკოლოგიურად სუფთა ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილები უსაფრთხო გადაადგილებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამას სპეციალური ავტოპილოტის პროგრამა დასჭირდება და ელექტრომანქანები რომლებიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტს და სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებზე იმუშავებს ადამიანს დასვენების და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს, რის შედეგადაც პრაქტიკულად მინიმუმამდე დავა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. 6) მობილური ტელეფონები. ის რა სახითაც ჩვენ დღეს ვიყენებთ უახლოეს 25-30 წელიწადში "ჯართად" იქცევა, უკეთეს შემთხვევაში სამუზეუმო ექსპონატად. მას კი ჭკვიანი ტელეპორტული მობაილი ჩაანაცვლებს. ის იქნება თხელი და წვრილი. ადვილი სატარებელი ყველგან და პრაქტიკულად შეუმჩნეველი მაგრამ ამავე დროს მულტიფუნქციური. ექნება მეპატრონის სახის ამომცნობი, რეაგირებას მხოლოდ პატრონის ხმაზე და ბრძანებებზე მოახდენს. ფილმი "ჯექსი" იცით? სწორედ მსგავსი პროგრამა იქნება ყველა თანამედროვე მობაილში. 7) ურთიერთობები. ადამიანები იმდენად გახდებიან ტექნიკაზე დამოკიდებული რომ საბოლოოდ უამრავი ადამიანი იგრძნობს თავს მარტოსულად და გაუჩნდებათ მოთხოვნილება ჰყავდეთ რობოტი პარტნიორი. ის იმდენად მიმსგავსებული იქნება ადამიანს რომ პრაქტიკულად ვერ გაარჩევ ნამდვილისგან. შეეძლება აზროვნება და მომხმარებლის ბრძანებების შესრულება. იქნება ისეთი როგორიც მომხმარებელს ენდომება როგორც ვიზუალით ისე ხასიათით. საბოლოოდ კი მოხდება სინგულარობა- ადამიანის და კიბერტექნიკის შერწყმა რაც ახალი თაობის კიბერ ადამიანებს წარმოშობს ისინი ჯანმრთელი და უკვდავები იქნებიან. ვინაიდან ადამიანის დაბერებას გარკვეული საზიანო უჯრედები ახდენენ რომლებსაც ორგანიზმიდან ადამიანი ვერ იშორებს, მაგრამ ნანოტექნიკის წყალობით უჯრედულ დონეზე მოხდება დაბერებული უჯრედების ნანორობოტებით ჩანაცვლება მომავალში მათი ჩანაცვლება კიდე სხვა ახალი ნანობოტებით როგორც მაგ "სისხლის გაწმენდა" ისეთი პროცედურა როგორც მაგ. ვინდოუსის გადაყენება, ამის წყალობით ადამიანი მუდმივად იქნება ჯანმრთელი და ახალგაზრდა.
ByGi GaGeorgia
0