შეუძლია თუ არა კომპაქტურად სტრუქტურირებულ ინფორმაციამ ხელი შეუწყოს ვებ გვერდის ეფეკტურობას

0
გრაფიკული ინფორმაციის დამუშავება ადამიანებში ხორციელდება ემოციური, ფუნქციური და ფიზიოლოგიური პრინციპების საფუძველზე. ადამიანის ვიზუალური აღქმის თავისებურებებს ხსნიან გეშტალტის ფსიქოლოგიის პრინციპებითა და სიახლოვის თეორიით. ხალხს ყველაზე უკეთ შეუძლია ინფორმაციის აღქმა ეკრანზე, თუ მას გარკვეული სტრუქტურა აქვს.

ამაში ვიზუალურ ესთეტიკას დიდი წვლილი მიუძღვის:

სწორ დიზაინს შეუძლია დადებითი ემოციების გამოწვევა და პოზიტიური პირველი შთაბეჭდილება მოახდინოს ადამიანებში. - საიტზე პირველად შესვლისას, როდესაც მომხმარებელი მიიღებს დიზაინის პირველ შთაბეჭდილებას. დიზაინის უნიკალური გადაწყვეტილებები, კომპაქტურად სტრუქტურირებულ ინფორმაციას, კითხვად ტექსტს რაც იწვევს უკვე დადებით ემოციებს, როგორიცაა ნდობა და პატივისცემა. - საიტის გამოყენებისას მიმზიდველი დიზაინი ქმნის კმაყოფილების განცდას ინტერაქციისგან, რაც ზრდის მასთან მუშაობის ეფექტურობასა და სიჩქარეს. მაგალითად, ტექსტისთვის, ეს არის ტექსტის დაყოფა ბლოკებად, ასოების გარკვეული ზომა, სტრიქონებს შორის შესაბამისი დაშორება, სტილების იერარქია, მეტი სივრცე, ჰორმონიული ბალანსი სხვადასხვა ელემენტებთან (ტექსტი, სურათები, გრაფიკული ელემენტები) ამის შედეგად ჩამოყალიბებული სტრუქტურა ხელს უწყობს წარმოდგენილი ინფორმაციის კომფორტულ აღქმას.

დასკვნა:

მომხმარებელი ცდილობს მინიმალური ძალისხმევა დახარჯოს ვებ გვერდთან ურთიერთქმედებით, ამიტომაც ისინი უფრო ეფექტურად იმოქმედებენ ვებ გვერდთან, როდესაც მასზე არსებული ყველა ელემენტი ლოგიკურად არის სტრუქტურირებული და ურთიერთკავშირშია. როდესაც ინფორმაცია დაყოფილია კომფორტულად, ჰორმონიაშია ვიზუალურ ელემენტებთან და წარმოდგენილია სქემატური ფორმით, მაშინ მისი აღქმა უფრო მოსახერხებელი და გასაგები ხდება. კომპანიები, რომლებიც გულდასმით ამუშავებენ თავიანთი საიტების დიზაინს, არამარტო მომხმარებლების ნდობას იწვევენ, არამედ მათ პატივსცემას იმსახურებენ და უჩნდებათ სურვილი ისარგებლონ ამ კომპანიის მომსახურებით.
0