12 votes
0 comments
0 shares
Save
12 views
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago

თბილისური ეზო


ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
რატომ ეწოდა თბილისურ ეზოებს იტალიური?
იტალიური ეზო ქალაქ თბილისისთვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული სივრცეა, რომელიც სპეციფიკური არქიტექტურის ეზოებში წარმოიშვა, თუმცაღა კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის განცხადებით, სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, არამედ არსებობს თბილისური ეზო, რომელიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით დამკვიდრდა თბილისში. მისი თქმით, ტერმინი ,,იტალიური ეზო”, კომუნისტური მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როცა ერთ სახლში, რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და ეზოები სხვანაირად ახმაურდა. ეს ხმაური იტალიას დაუკავშირეს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია ნეორეალიზმის პერიოდის ტალიურმა კინემატოგრაფიამ და თბილისურ ეზოებს ამგვარად იტალიური ეზო დაარქვეს. ,,სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა. თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული. ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით”, - აცხადებს ცირა ელისაშვილი. იტალიური (თბილისური) ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.#იტალიურიეზო #თბილისი #არქიტექტურა #კულტურა #tbilisidaily
Salome Durglishvili
Tbilisi · 3 months ago
თბილისირი ეზო
🔺სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, არსებობს თბილისური ეზო, რომელიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით დამკვიდრდა თბილისში. ტერმინი “იტალიური ეზო”, კომუნისტური მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როცა ერთ სახლში, რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და ეზოები სხვანაირად ახმაურდა. ეს ხმაური იტალიას დაუკავშირეს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია ნეორეალიზმის პერიოდის ტალიურმა კინემატოგრაფიამ და თბილისურ ეზოებს ამგვარად იტალიური ეზო დაარქვეს. 🔺 In fact, there is no Italian yard, there is a Tbilisi yard, which was established in Tbilisi with the coexistence of families from different ethnic groups.The term "Italian yard" appeared during the communist regime, when several families were housed in one house and the yards sounded different. This noise was connected to Italy. This was influenced by the Talian cinematography of the Neorealist period, and the Tbilisi courtyards were thus named the Italian Yard #goodplaces #art #photo #design
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
აი ლობიანი ხაჭაპურს რომ ურჩევნიათ რა წესია ვერ გავიგე :)
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
ამ ჩემს სამსახურში, თავის დროზე მოსვლა თითქმის ყველას აგვიანდება, მაგრამ თავის დროზე (18 00) წასვლა, თითქმის არავის :))
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
გუდიაშვილის ბაღი, თბილისი. მივაწვდინოთ სიყვარული ხმა ნატას :)
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
უკომენტაროდ
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
კეთილი იყოს ჩემი რეგისტრაცია ამ სოციალურ ქსელში :) წარმატებები მას და მის ყველა წევრს.
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
მახათა
ქორიძე ამირანი
Tbilisi · 1 day ago
ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ნიჭი - დავით გიორგაძე და მისი „კადრჭერა“
წამი იყინება. ეს დროის ის მომენტია, რომელიც აღარ განმეორდება, ვეღარ შეიქმნება. ყოველი კადრი რეალობის ჭეშმარიტ სიუხვეს ამჟღავნებს, თუ რაოდენ მდიდარი და მრავლისმთქმელია თითოეული დეტალი. კარგი ფოტოგრაფის ნამდვილი ნიჭიც სწორედ მსგავსი, ანუ ყველაზე მეტად ექსპრესიული რაკურსის პოვნა და შემდეგ მისი „კადრჭერაა“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფოტოგრაფიას, ფაქტობრივად, ახლახან ჩაეყარა საფუძველი, არსებობენ არტისტები, რომლებმაც არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც სახელები დაიმკვიდრეს. მსგავს ხელოვანებს შორის აუცილებლად აღსანიშნია დავით გიორგაძე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული თვალთაღქმითა და სპეციფიკური ესთეტიკურობით. გასაოცარია, თუ რამხელა ძალა აქვს ხელოვნებას, როგორ ძალუძს შეგიცვალოს ცხოვრების ფერთა სპექტრი და მისი აღქმის უნარი, როგორ აღვივებს შთაგონებას და შეფარვით, მეტაფორულადაც კი წარმოაჩენს უნიკალურობას, სინამდვილეს, როგორ გვასწავლის სიყვარულს, მოწყვლადობასა და გულისხმიერებას. ხელოვნება უსაზღვროდ მიმღებია, მიგიღებს იმ იდენტობით, რომელიც ნამდვილია, შენია. სწორედ, ამან გაუღვივა დავითს ბავშვობაში „კადრჭერის“ ნიჭიც და ცხოვრების იმ ბილიკზე დააყენა, რომელზეც ახლა დგას. გიორგაძის ხელოვნებაზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია, როგორც კინოსადმი, ასევე დიდი რეჟისორების - ალეხანდრო ხოდოროვსკისა და ქშიშტოფ კესლევსის ნამუშევრების სიყვარულმა. დავითმა თავდაპირველად ძველი საბჭოური კამერებით, ფირებით დაიწყო ფოტოების ბეჭდვა. წლების შემდეგ, მან მოახერხა თბილისური კომერციული რეკლამებიდან „ბრიტანეთის მოდის საბჭოს“ მიერ გაოქვეყნებულ სიაში, ას „ყველაზე ინოვაციურ და შთამაგონებელ“ არტისტებს შორის ადგილის დაკავება. ყოველივე ეს კი - თავისი საქმის სიყვარულითა და თავდადებით. ამ დროისთვის, დავითი ბერლინში მოღვაწეობს. მას ისეთ ცნობილ პუბლიკაციებთან უთანამშრომლია, როგორებიც Another Man, CR MEN, Ansinth, Carcy, Dazed, INTERVIEW MAGAZINE და MASSES MAGAZINE არიან. გასულ წელს, ამ ჩამონათვალს ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ჟურნალი Antidote-იც დაემატა, რომელთან კოლაბორაციაც, გიორგაძის კარიერაში ნამდვილად ხაზგასასმელი და დასამახსოვრებელია. მოგეხსენებათ, ჟურნალი სეზონურ ხასიათს ატარებს. იგი წელიწადში ორჯერ გამოდის და თითოეულ ჯერზე თითო ფოტოგრაფთან მუშაობს. შესაბამისად, ფოტოებიც მხოლოდ იმ არტისტებს ეკუთვნით, რომლებთანაც შეთახმება აქვს გაფორმებული. დავითთან თანამშრომლობის დროს, მაშინდელი სეზონის სათაური „გადარჩენა“ იყო. ძალიან საინტერესოა გიორგაძის ინტერვიუ ამავე ჟურნალთან, სადაც იგი ქართულ რეალობასაც უთმობს ყურადღებას: - „ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ჩემს ქვეყანაში ქართული მუსიკაა. ღამის სამყარო გუგუნებს. იგი გასაოცარი, ამაღელვებელია. ხალხი ბრძოლისას ერთმანეთს მხარს უჭერს, იმისთვის, რისიც სწამთ, მათ შორის „ლგბტ+“ უფლებებისათვის იმ ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტატუსს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჰომოფობიური სახელწიფო მთელ მსოფლიოში“. განა ეს ნამდვილი ბრძოლა არაა გადარჩენისთვის?! შესაბამისად, ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ დავითის ნამუშევრები Antidote-ის „გადარჩენაში“, სწორედ ამაზეც ამახვილებს ყურადღებას. გიორგაძის ობიექტივს არაერთი ისეთი ცნობილი სახე დაუფიქსირებია, როგორებიც არიან: მსახიობი ტიმოთე შალამეი (ვისთან ერთადაც მუშაობას განსაკუთრებულად კარგად იხსენებს), მომღერალი The weekend-ი, გვენდოლინ ქრისთი, ეზრა მილერი, ასევე ცნობილი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი და სხვები. მისი ნამუშევრები ვნებითა და სიცოცხლის წყურვლილით მთრთოლარე ფერების შერწყმას წარმოადგენს, რომლებიც ბუნებრიობის, ავთენტურობისა და ადამიანური სინამდვილის ნაზავია. თითქოს, მათთვის არსებობა, სიცოცხლე იმდემად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ფოტოგრაფისათვის ადამიანთა უფლებების თანასწორობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკაში და ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, გიორგაძე გერმანულ Vogue-თან ერთად ანტირასისტულ და ანტიდისკრიმინაციულ ნამუშევრებს ჰქმნის და თავის, როგორც თეთრკანიანი მამაკაცის პრივილეგიასაც საქვეყნოდ ააშკარავებს. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დავითი ჩვენი დროის ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შორის განსაკუთრებულ ადგილს ნამდვილად დამსახურებულად იკავებს. საქართველოში უნდა იცოდნენ მისი მსგავსი პროფესიონალი ქართველი არტისტების არსებობის შესახებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქართული და მსოფლიო ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებს. 23 წლის ფოტოგრაფის კარიერა, ფაქტობროვად, ახლა იწყება, ამიტომ მხოლოდ მისი ხელწერისათვის დამახასიათებელი უნიკალური და კრეატიული პროექტები, უნდა ჩავთვალოთ, რომ მომავალშიც ნამდვილად ბევრი იქნება.#feedcgrant Feedc #ხელოვნება #ფოტოგრაფია #ფოტოგრაფი #ფოტო #ცნობილიადამიანები #ქართველები
+4
ფრიდონ ალავიძე
Tbilisi · 1 year ago
ანტიოქიიდან დანახული ჯვარი.