3 votes
comments
shares
Save
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი პაციენტი დატოვებს
507 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი პაციენტი დატოვებს.

ამ ეტაპზე კლინიკაში 99 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 81 კოვიდინფიცირებულია.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ეტაპამდე, ახალი შემთხვევა არ შემოსულა კლინიკაში. დღეს კოვიდინფექციის გარეშე ვწერთ ოთხ პაციენტს. პროტოკოლის გათვალისწინებით ოთხი უარყოფითი პასუხი მოვიდა და რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. ჩვენ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი წევს. აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. ხუთის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ გემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არ სჭირდება არც ერთ მათგანს დამატებითი ჩარევა. ეს ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია“, – განაცხადა რატიანმა.

#კორონავირუსი #პანდემია #ლევანრატიანი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
3
Write a comment