გარი ოლდმენის მასტერკლასი იმპრივიზაცია გახლდათ

0
???? "I like these calm little moments before the storm. It reminds me of Beethoven." ???? ? შეშლილი პოლიციელის, სტენსფილდის როლის შემსრულებელი გარი ოლდმანი, გადასაღებ მოედანზე ხშირად მიმართავდა იმპროვიზაციას – მაგალითად, მონოლოგი, სადაც ის მატილდას მამას ბეთჰოვენის შესახებ ესაუბრება, მთლიანად მსახიობის შექმნილია. როგორც მაიკლ ბადალუკო იხსენებს, დაკითხვის ეპიზოდში ოლდმანი მას ძალიან მიუახლოვდა, სახე სახესთან მიუტანა და დაყნოსა კიდეც, რაც წინასწარ გათვლილი ნამდვილად არ ყოფილა და მასში გარკვეული უხერხულობაც კი გამოიწვია. ? ? ლუკ ბესონის ფილმში განსახიერებული ანტინარკოტიკული დეპარტამენტის ფსიქოპათი აგენტი გარი ოლდმანის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო როლია. გარდა ამისა, ის ყველა დროის საუკეთესო ვილანებს მიეკუთვნება. მსახიობმა ნორმან სტენსფილდის, ცივსისხლიანი და დაუნდობელი დეპარტმენტის თანამშრომლის დაუვიწყარი სახე შექმნა, რომელიც თავად ნარკომომხმარებელია, მაგრამ ნარკოტიკების გამსაღებლებს სასტიკად, სადისტური სიამოვნებითაც კი უსწორდება. ოლდმანის ამ დაუვიწყარმა პერფორმანსმა კრიტიკოსთა საუკეთესო შედასებები დაიმსახურა, თუმცა ბეთჰოვენის მოყვარული ვილანის როლი მნიშვნელოვანი ნომინაციით ან პრიზით არ აღნიშნულა, მაშინ როცა დღემდე უმეტესობას მიაჩნია, რომ ამ როლის განსახიერებისთვის მსახიობი ყველა ჯილდოს იმსახურებდა. ?
#გარიოლდმენი
#ოლდმენი
#Garyoldman
#facts
#hollywood
#goodplaces
#opinion
#photo
#art
0