სავანური კატა - სერვალისა და შინაური კატის ჰიბრიდი

0
? სავანური კატა - სერვალისა ( აფრიკული ველური კატა) და შინაური კატის ჰიბრიდია. სიცოცხლის ხანგრძლივობა - 15 - 20 წელი წონა - 3.6-იდან 9.1 კილოგრამამდე სიმაღლე - 43 სმ ჯუდ ფრანკმა მამალი სერველი, რომელიც სუზი ვუდს ეკუთვნოდა, სიამის მდედრ კატასთან. 1986 წლის 7 აპრილს გაჩნდა პირველი სავანური კატა, რომელსაც სავანა დაარქვეს, ჯიშის სახელწოდებაც აქედან იღებს სათავეს. 2001 წელს კატების ინტერნაციონალურმა ასოციაციამ სავანური კატა სცნო, კატის.ერთ-ერთ ჯიშად. ? სავანასათვის დამახასიათებელი ათლეტური, წვრილი და მაღალი აგებულება შთაბეჭდილებას ტოვებს რომ კატა იმაზე დიდია, იმაზე მეტს იწონის, ვიდრე რეალურადაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სავანური კატის სიმაღლე, წომა, .ზოგადი მოცულობა დამოკიდებულია წინაპრებზე, სქესზე. F1 ჯგუფის ჰიბრიდი მამრი სავანა ყველაზე დიდად ითვლება. F1 და F2 თაობის სავანური კატები ზომით ბევრად დიდები არიან, ვინაიდან მათ ახლო წიმაპრებში ჰყავთ სერველი (აფრიკული ველური კატა). შეჯვარების შედეგად მიღებული რამდენიმე თაობა, ველური კატის ქცევებსა და ვიზუალს მკვეთრად იღებს, მაგრამ დროსთან ერთად შთამომავლობა ველური ბუნების ამ ეგზოტიკურ, მკვეთრ მახასიათებლებს ნელ-ნელა კარგავს. ? სავანაის კატის ფერი შეიძლება ოქროსფერი, ყავისფერი, თეთრი, ღია ყავისფერი ა.შ. ვარირებდეს, მაგრამ TICA ასოციაცია ნამდვილ/კარგ ჯიშად მხოლოდ ველური კატის მსგავს ლაქებიან კატებს სცნობს. ზემოთ აღნიშნული ფერები, მაგალითად თეთრი სავანა, ასეთი განსხვავებული გარეგნობის კატა არასტანდარტულია TICA ასოციაციის მიხედვით, ვინაიდან ის შინაური კატის (სიამის) მახასიათებლებს ჭარბად ატარებს. ? სავანის კატას ახასიათწბენ როგორც ძალიან კომუნიკაბელურ, ერთგულ, მხიარულ და ენერგიით სავსე კატას, რომლის გაწვრთნა და საბელით სეირნობა არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. ამ ჯიშის კატების ხასიათი თითქოს ორგვარია, ერთი ნაწილი თუ მეგობრულია უცხოებთან და სხვა ცხოველებთან, ძაღლებთან და კატებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეორე ნაწილი საკმაოდ დისტანციურია და ოჯახში უცხოს მოსვლილას შეიძლება ცოტა ველური წინაპრისეული ხმაც ამოუშვას ? სავანას კატის დამახასიათებელი და საყვარელი გასართობია ქცევაა ხტომა, მათ შეუძლიათ 2.5 მეტრზე ახტომა. ‼ აშშ-ში შტატებს ამ ჯიშის კატის ყოლაზე ცალკე რეგულაციები აქვთ. ასეთი შტატებია - მასაჩუსეტი, ტექსასი, ჯორჯია. ნიუ იორკის შტატში დაშვებულია 5 თაობა გამოცვლილი სერველის სავანას ყოლა, მაგრამ აღსანიშნავია ის რომ ნიუ იორკის ზოგ ქალაქშია დაშვებული, ხოლო თვითონ ქალაქ ნიუ იორკში მისი ყოლა აკრძალულია.
#ცხოველები
#სავანურიკატა
#თბილისი
#animals
#savannahcat
#tbilisi
0