ლევან რატიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერონალის დაინფიცირების ფაქტს არ ადასტურებს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142611 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკაში რომელიმე მედპორსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან "კურიერთან" განაცხადა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კლინიკაში გამოცხადებული კარანტინი ამ ფაქტს არ უკავშირდება. "კლინიკაში საკარანტინე რეჟიმი 11 მარტიდან, მას შემდეგაა გამოცხადებული, რაც კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებს. იქ მომუშავე მედპერსონალი 2 კვირის განმავლობაში კლინიკაში რჩება. ეს, უსაფრთხოების ნორმებით რეგულირდება და კარანტინის კლასიკურ გაგებას არ უკავშირდება. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და პაციენტების მიღებას."- განაცხადა ლევან რატიანმა.
0