ძირითადი კანდიდატები უნდა დავასახელოთ არჩევნებამდე - ვაშაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143862
არავისთვის დასამალი არ არის ის, რომ გაერთიანეული ოპოზიცია ყველაზე მძლავრი პოლიტიკური კონგლომერატია, რომელმაც 2018 წლის არჩევნები ფაქტობრივად მოგიო და მეორე ტურში წაგვართვეს გამარჯვება - ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ "ფორმულას" პირდაპირ ეთერში გააკეთა.
"გააზრებული მაქვს, რომ ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერობის და არამხოლოდ, ძირითადი კანდიდატები უნდა დავასახელოთ არჩევნებამდე. ეს აუცილებელია, რადგან როცა ადამიანი ხმას აძლევს ცვლილებებს, ეს არ უნდა იყოს გაურკვეველი ცვლილებები. მან უნდა იცოდეს ვინ შეასრულებს დაპირებებს, ვინ გადაარჩენს ქვეყანას შიმშილიდან, ვინ შემოაბრუნებს საგარეო სექტორს დასავლეთისკენ. ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც ამ სიცხადის გარეშე რომელიმე მძლავრი პოლიტიკური ორგანო იღებს მონაწილეობას არჩევენებში. არავისთვის დასამალი არ არის ის, რომ გაერთიანეული ოპოზიცია ყველაზე მძლავრი პოლიტიკური კონგლომერატია, რომელმაც 2018 წლის არჩევნები ფაქტობრივად მოგიო და მეორე ტურში წაგვართვეს გამარჯვება",-აცხადებს გიორგი ვაშაძე.