გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ - გვარამია

Pirveliradio Ge

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გვარამიას განცხადებით, ზიანი, რომელიც შესაძლოა "მთავარი არხის" რომელიმე თანამშრომელს მიადგდეს, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება იქნება. გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთავალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. კონკრეტულად ეს ფაქტი კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას და მის ეთერს უკავშირდება: ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვალსთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ რუსთავში ორში, პროგრამა პოსტკრიპტუმში, პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" ამბობს ნიკა გვარამია. ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, უკრაინელი სამართალდამცველებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით ქართველი გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა. "გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელებისთვის გახდა ცნობილი გახდა, რომ მათ ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის კოორდინირება ხდებოდა. ეს იმართებოდა რუსეთის ტერუტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალოდ მკვლელობა საქართველს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ, ჩვენ თავის დროზევე გავაძლიერეთ მისი დაცვა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსთვის შეუტყობინებლად, რადგან საქართველო არ არის სანდო პარნტნიორი. პანდემიის დროს საქმე გადმოეცა ქართველ სამართალდამცველებს. საქართველომ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად და ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად, მაგრამ მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, რაც მისასალმებელია" - აღნიშნა გვარამიამ. http://pirveliradio.ge/?newsid=145581#