ჩინეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები

0
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 6 საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება, კიდევ 6 კი - შიგა გადაცემით დაინფიცირდა. მთლიანობაში ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 82 874 დაინფიცირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთმა სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილთა რაოდენობა 50% -ით გაზარდა. ამან ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ასევე გაამწვავა ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხი. წყარო-BBC
#coronavirus
#pandemic
#covid19
#headline
0