კორონავირუსის გამო კლუბები დროებით სივრცეს ხურავენ

Tbilisi Daily

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, თბილისში არსებულმა კლუბმა ,,მტკვარზე" სივრცის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. კლუბის განმარტებით, მიუხედავად სირთულეებისა, "აუცილებელი და წინდახედული" ნაბიჯების გადადგმის დროა: "ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია", — აცხადებენ კლუბში. ისინი იმედოვნებენ, რომ საზოგადოება და ბიზნესი მალე დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საფრთხეები გაქრება. დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა. #კლუბი #ბასიანი #მტკვარი #კორონავირუსი #tbilisidaily