ცერცვაძის თქმით, საქართველოში სულ 2-3 პაციენტი გარდაიცვალა მხოლოდ COVID-ით

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ტენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზებზე ილაპარაკა. როგორც ცერცვაძე ამბობს, გარდაცვლილთა შორის ასაკის ფაქტორი დომინირებს, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 43 წლის იყო. იმუნოლოგის განმარტებით, „მას ჰქონდა მენინგიტი, ენცეფალიტი... როგორი პაცენტებია იცით, რომლებიც მძიმე პაციენტები არიან, წვანან კლინიკებში და დამატებით დაემართათ COVID-ი. ან ბინაში იმყოფებოდნენ, ჰქონდათ გადატანილი გულის ოპერაცია 4-5 შულტი ადევთ, ინფაქტგადატანილები, ინსულტგადატანილები. გარდაცვლილებს შორის რამდენიმე იყო ინსულტგადატანილი“. კლინიცისტის თქმით, გამოისახა ტენდენცია, რომ გარდაცვლილებს შორის სჭარბობს ისევ ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი და [პაციენტები] მძიმე თანმხლები დაავადებებით. იმუნოლოგმა დაამატაა, რომ მათივე გათვლებით, გარდაცვლილთა დაახლოებით 10% 65 წლის ასაკზე ქვემოთ არის. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, გამოისახა, ასევე ტენდენცია, რომ COVID-ი არის დაავადება, რომლის დროსაც მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და თუ არ იქნა მყისიერი რეაგირება, შეიძლება, პაციენტი გარდაიცვალოს თრომბოემბოლური გართულებით, გულის გაჩერებით, ან სხვა პათოლოგიით. „ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც პაციენტი მარტო COVID-ით გარდაიცვალა, სულ 2-3 შემთხვევა იყო“, - აცხადებს ცერცვაძე. საქართველოში პაციენტების მკურნალობის სამი გრადაციაა: უსიმპტომო, ან მსუბუქი სიმპტომიანი პაციენტები რჩებიან სახლში; შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც სიმპტომებიანი - მიდის საკარანტინო სასტუმროში და იქ მკურნალობს; ხოლო, ყველა საშუალო და მძიმე პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას. საქართველოში კორონავირუსის 12 841 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 6867, გარდაიცვალა 102 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30891100.html #ახალი_ამბები #twitter