პროგერია, იგივე ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომი, ძალიან იშვიათი, პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ბავშვების ნაადრევ დაბერებას, რომელიც სიცოცხლის პირველ ორ წელიწადში იწყება.
პროგერიის მქონე ბავშვები ნორმალურად გამოიყურებიან დაბადებისას. დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში სიმპტომები, როგორიცაა ნელი ზრდა და თმის ცვენა, იჩენენ თავს.
პროგერიის მქონე ბავშვებში გულის პრობლემები და ინსულტი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაავადებულებში დაახლოებით 13 წელია, თუმცა ზოგიერთი პაციენტი უფრო მალე კვდება, ზოგი კი 20 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს.
პროგერიის მკურნალობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, თუმცა მიმდინარე კვლევა მკურნალობის ეფექტური მეთოდის დამკვიდრებას ცდილობს.
#science
#medicine
#health
#progeria
Tbilisi