ჯოკერი, რომელიც ოსკარს ვერ მოესწრო

0
? ჯოკერის პერსონაჟს რომ ბოლომდე ჩაწვდომოდა, ლეჯერი 43 დღის განმავლობაში ცხოვრობდა ჩაკეტილ ოთახში, ერთ-ერთ გზისპირა სასტუმროში. ამან მსახიობს აგრძნობინა ჯოკერის ნამდვილი ფიქრები და აზრები, ხოლო თუ როგორი "გიჟი" გამოვიდა ჯოკერი ჩვენ ეს ფილმში ვიხილეთ. ? ?ჯოკერის ჟესტებზე დიდი გავლენა მოახდინა, ალექს დე ლარჯის პერსონაჟმა ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი", რომელის როლსაც მალკოლმ მაკდაუელი ასრულებდა. ? ? *მართალია, მსახიობს ისედაც გააჩნდა ჩვევა "ენის მოსმისა", მაგრამ ამან განაპირობა კიდეც ჯოკერის განსაკუთრებული ხმის ტონალობა, რის მიღწევასაც ტენიანი პირისღრუ სჭირდებოდა.? ? *განსაკუთრებით, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ჰიტ ლეჯერი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი იყო, რომელმაც ჯოკერის როლი შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედები მასზე ხნიერნი იყვნენ, ლეჯერი სრულებითაც არ "შეუშინებია" ამას, მეტიც მან არც ჯეკ ნიკოლსონის სიტყვები შეისმინა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ჯოკერის როლი პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უთხრიდა საფუძველს. ? ? *ნიღაბი, რომელსაც ჯოკერი ატარებს ბანკის ძარცვის დროს, ზუსტად მისადაგებულია სეზარ რომეროს ჯოკერის მასკასთან, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იღებდა მონაწილეობას ბეტმენის ტელესერიალში. ? ? *ჰიტი ძალიან მხიარული ადამიანი იყო და როგორც მსახიობები იხსენებენ, არც "ბნელი რაინდის" გადასაღებ მოედანზე იკლებდა იგი მხიარულებას. მეტიც, ჯოკერის კოსტუმში გამოწყობილი, იგი ხშირად სრიალებდა ტრამპლინებზე სკეიტბორდით, რათა მსახიობები და გადამღები ჯგუფი გაემხიარულებინა. ? ? *მსახიობს გადაღებებზე ყოველთვის თან დაჰქონდა "ჯოკერის დღიური" , რომელიც სავსე იყო სევდიანი ისტორიებითა და "ჯოკერული ხუმრობებით". ეს ყველაფერი ერთგვარ "შეხსენებას" წარმოადგენდა ჰიტისთვის, რომ არ დავიწყებოდა ვის როლს თამაშობდა. ? ?*იმ სცენაში, (იხ. ვიდეო ) როცა ბეტმენი დაკითხვას უწყობს ჯოკერს, კრისტიან ბეილს ლეჯერმა თხოვა, რომ ისე ძლიერ დაერტყა მისთვის, როგორც სინამდვილეში გააკეთებდა ამას. ? ? *ჯოკერის "უეინ ენტერპრაიზსში" ყოფნის დროს, მსახიობებმა მეგი ჯილენჰოლმა და მაიკლ კეინმა პირველად იხილეს ჰიტი ჯოკერის სრულ კოსტუმში. ნანახმა ისე იმოქმედა მათზე, რომ გადაღებების ბოლომდე, მეგი ჯილენჰოლი თვალს ვერ უსწორებდა ჯოკერის ფორმაში გამოწყობილ ლეჯერს, ხოლო მაიკ კეინს არა და არ ავიწყდებოდა ნანახი. ? ? სახალხოდ აღიარებას ლეჯერი თავად ვერ მოესწრო, რადგან ფილმის პრემიერამდე გარდაიცვალა, თუმცა იგი გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ოსკარი კომიქსების პერსონაჟის შესრულებისთვის მიიღო. ?? ? როდესაც ჟურნალისტებმა ჯეკ ნიკოლსონს თხოვეს ჰიტ ლეჯერის სიკვდილთან დაკავშირებით გაეკეთებინა კომენტარი, ჯეკმა მათ ასე უპასუხა : ''მე მას ვაფრთხილებდი'' ჯეკ ნიკოლსონი თვლიდა, რომ "ჯოკერი" გაანადგურებდა ლეჯერს.. ?
#joker
#HeathLedger
#news
#opinion
#photo
Tbilisi
Batumi
Kutaisi
0