10 ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

0
10 ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ნამდვილად იპყორბს ტურისტების ყურადღებას იმ ულამაზესი ადგილებით, რაც ნამდვილად უნიკალურს ხდის დასავლეთ საქართველოს. ულამაზესი ბუნება აუცილებლად გაგიჩენთ აქ კვლავ მოხვედრის სურვილს. პირველ რიგში აუცილებლად სანახავია ზუგდიდში არსებული დადიანების სასახლე, სადაც 45 ათასი ექსპონატი ინახება. მათ შორის ნაპოლეონის ნიღაბი და ღვთისმშობლის კვართი. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბოტანიკური ბაღია, რომლის რეაბილიტაცია წელს დამთავრდა, ბოტანიკურ ბაღში უნიკალური ჯიშის საუკუნოვან ხეებს შეხვდებით. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ზუგდიდიდან სვანეთისკენ მიმავალ გზაზე არსებული ენგურჰესის კაშხალი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი ცის თაღის ფორმის კაშხალი - 271, 5 მეტრია, რომლის განივი სიგრძე 728 მეტრს აღწევს. ხობში მდებარეობს პაპანწყვილის და ნაზმახუს ტბებიც, ძველი ხიბულის, ზენის და საჯიჯაოს ციხეები, ჯეგეთის არქიტექტურული კომპლექსი. ეს სანახაობა აუცილებლად გაგაკვირვებთ. მოგზაურობა სოფელ ჩქვალერში უნდა განაგრძო, სადაც ინწირას კანიონია. მღვიმე გაამოირჩევა სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით და ჰელექტიდებით. აქედან გამომდინარე წყალი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერს წარმოქმნის. მარტვილის სოფელი სალხინო ერთ-ერთი გამორჩეულია სამეგრელოში. აქ არის დადიანების სასახლე და ისტორიული მარანი. საინტერესო ადგილებს ნახავთ სენაკშიც. მაგალითად, ნოქალაქევის თემში არის არქეოლოგიური კომპლექსი, რომლის ყველაზე ადრინდელი ფენები მეშვიდე-მერვე საუკუნით თარიღდება. სენაკის სოფელ ეკში არის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი. აქ არის შხეფის ციხე, სენაკის ცენტრში კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრი. მიმდევრებისთვის საინტერესო ადგილია კასტრული მღვიმეები - ეკის თემში, უნაგირას მთაზე და მენჯის თემში - საწულეისკირიოს უბანსა და შხეფის უბანში. სენაკიდან არც ისე შორს, შეგიძლიათ ეწვიოთ მენჯის ბალნეოლოგიური კურორტი, სამკურნალო წყლებით. აბაშა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან იმით გამოირჩევა, რომ აქ არის ერთადერთი, ებრაელთა სინაგოგა, რომელიც სოფელ სუჯუნაში მე-19 საუკუნეში აშენდა. აქვეა სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის და სხვა ძველი ეკლესიები. მარტვილში მდებარეობს მთის ლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლებარდეც. სოფელ მეორე ბალდაში მდინარე აბაშის ჩანჩქერი. ჩანჩქერის შხეფები ხშირად ცისარტყელას წარმოქნის. მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ, კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. თუ სოფელ გაჭედილში მოთენას მღვიმეს არ ნახავთ, მარტვილის სილამაზე ნანახი არ გექნებათ. აუცილებლად უნდა ნახოთ ჩანჩქერები „ჟუჟღი“, „ონიორე“ და „ტობი“, „ტობის“ მღვიმე. მესტიიდან წამოსულმა აუცილებლად უნდა შეიარო წალენჯიხაშიც. აქ ქუაქანცალიას მოქანავე ლოდს ნახავთ, რომელიც სუსტი დაწოლის შემთხვევაშიც ირყევა და კაკუნის ხმას გამოსცემს. უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა პოლონელები, რუსები, ებრაელები, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები არიან. ტურისტს ბევრად ურჩევნია მასპინძელ ოჯახთან დაჰყოს გარკვეული დრო, ვიდრე სასტუმროში გაჩერდეს, რადგან დააკვირდეს ადგილობრივების ცხოვრების სტილს.
#სამეგრელოზემოსვანეთი
#ზუგდიდი
#მესტია
#მარტვილი
#ულამაზესიადგილები
#ბუნება
#zugdididaily
0