სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143624 თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა. „თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შემდგომ საქმიანობაში მას წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.