როგორი იქნება ცხოვრება კოვიდ 19 ის პანდემიის დასრულების შემდეგ

ByGi GaGeorgia
0
ალბათ სათაურიდან გამომდინარე ეს კითხვა და მისი პასუხი ბევრს აინტერესებს... გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას: 1) ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარება✌️ სოციალური დისტანიციის ჩვევაში გადასვლა, ახალი მისალმების საყოველთაო ნორმად მიღება, ონლაინ გაკვეთილების დანერგვა რეალურ პრაქტიკაში. 2) ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება როგორც იყო იმ გამონაკლისით რომ გაძვირებული ფასები და მაღალი დოლარია კურსი კვლავ დარჩება რაც სოციალურ უკმაყოფილებას გაზრდის და ეს გამოიწვევს მასობრივ არეულობებს ? ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში უკვე აშკარაა და მასთან გამკლავება დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს ძალიან უჭირთ. 3) ეკომომიკური არასტაბილურობა შეიცვლება, ფასები დარეგულირდება, ძველებური ცხოვრება დაბრუნდება ადამიანები შეიცვლებიან, მოხდება ფასეულობათა გადაფასება, საზოგადოება მეტად უფრო მზრუნველი გახდება? დაინერგება ახალი ცხოვრების წესი დისტანცირებული მისალემბა და სხვა ყველაფერი რასაც აქამდე ვაკეთებდით იძულებით ჩვეულ ნორმად გადაიქცევა. 4) ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ ყველაფერი ძველებურად დაბრუნდება როგორც პანდემიამდე იყო, არაფერი შეიცვლება. P.S და ბოლოს ერთმა ვირუსმა მაინც ბევრი რამ დაგვანახა, პირველ რიგში ის თუ როგორი უსუსურები ვართ ადამიანები როცა საქმე სერიოზულ პრობლემას ეხება მეორე სოციალური ქსელების წყალობით გავაცნობიერეთ რომ ის რაც ოდესღაც რუტინა და მოსაწყენი იყო შეიძლება სანატრელიც კი ყოფილიყო, თუნდაც მიკროავტობუსში ასული მგზავრის ფრაზა "უკან გადავიწიოთ" არის ადგილები, აქ გამიჩერეთ" იქ გითხარი სად წამომიყვანე " და ა.შ. ? ბევრს ენატრება საყვარელი ადამიანების ნახვა და ჩახუტება ასე რომ ეს პანდემია გვასწავლის რომ შეიძლება ადვილად და უცებ დაკარგო ის ყველაფერი რაც უბრალოდ გქონდა და ვერ აფასებდი. რაც არ უნდა მოხდეს მომავალში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არ არსებობს რაიმე წინასწარ დაწერილი გეგმა ან სცენარი, ადამიანი ყველაზე არაპროგნოზირებადი ინტელექტუალური არსებაა ამ პლანეტაზე და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ როგორც ერთმანეთზე ისე იმ გარემოზე რომელშიც ვარსებობთ. ადამიანებს გვაქვს ის რითიც შეგვიძლია ყველაფერს გავუძლოთ სანამ მას დავკარგავთ-ესაა იმედი. ?✌️
ByGi GaGeorgia
0